რაგბი

სხვადასხვა

ლიმონათი "ზანდუკელი" რაგბის კავშირის პარტნიორი, 20 და 18-წლამდელთა ნაკრებების სპონსორი ხდება!

AutoSharing Option
ქართული ტრადიციული ლიმონათი "ზანდუკელი" დღეს სიამაყით აღნიშნავს რაგბის კავშირთან დამეგობრებას.

ამ მოვლენას ლიმონათის სპეციალური ეტიკეტის გამოცემით აღნიშნავს და დღეიდან მომხმარებელს შეეძლება ქართული რაგბის მხარდასაჭერად ახალი შეფუთვით "ზანდუკელის" ლიმონათი შეიძინოს.

ხელმოწერის ცერემონიალი ოთხშაბათს, 11 ივნისს, 19:30 სთ-ზე "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე გაიმართა, სადაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საზეიმო ვითარებაში მოაწერეს.

ღონისძიებას რაგბის ეროვნული ნაკრების ვეტერანი, მოქმედი და ნორჩი მორაგბეები დაესწრნენ, რომლებმაც ბავშვთა სახლ "კარიტასის" აღსაზრდელებთან ერთად საჩვენებელი თამაში გამართეს.

Sportall.Ge

რაგბი ჩვენი თამაშია!
ასევე დაგაინტერესებთ