დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სტად დე ფრანსზე გამართულ მსოფლიოს თასის ფინალში სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია 12:11 დაამარცხა, ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

მატჩი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა, 27-ე წუთიდან მოყოლებული "ოლ ბლექსი" კაცნაკლული თამაშობდა, მოედნიდან კაპიტანი, სემ კეინი გააძევეს, შეხვედრაში ერთადერთი ლელო 58-ე წუთზე ბოდენ ბარეტმა დადო, თუმცა გარდასახვა გააცუდა და წინ გასვლის შანსი გაანიავა.

მიუხედავად კაცნაკლული თამაშია ზელანდიელებმა თავიანთი შანსი მაინც მიიღეს, 73-ე წუთზე შორეული დარტყმების სპეციალისტმა, ბოდენ ბარეტმა ჯარიმის დარტყმის შესაძლებლობა მიიღო, გატანის შემთხვევაში ანგარიშში 2 ქულით დაწინაურდებოდა,
თუმცა მიზანს მცირედით ააცილა და სამხრეთ აფრიკამ ტიტულის დაცვა მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
აშკარად მიათრევდნენ საფრანგეთიდან მოყოლებული
რეზო
00:27 31-10-2023
2
მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ აფრიკა უდიდესი გუნდია, ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მას მეოთხედფინალური ეტაპიდან ყველა თამაშში დაეხმარნენ
3

სიახლეები პოპულარული