უელსმა ავსტრალია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა

AutoSharing Option
დღეს, 29 სექტემბერს გაიმართა რაგბის მსოფლიო თასის D ჯგუფის ("ბორჯღალოსნების" ქვეჯგუფი) მეორე შეხვედრა უელსსა და ავსტრალიას შორის და გამარჯვება ევროპელებმა ძალიან დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვეს- 29:25.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის შემდეგ უელსელები მატჩს დამაჯერებლად იგებდნენ. დეივისისა და პერკსის ლელოების გარდა დან ბიგარმა არეკნი გაიტანა, გარდასახვა ზუსტად შეასრულა და მის ნაცვლად მოედანზე 28-ე წუთზე შემოსულმა ფეიჩელმა გარდასახვა და ორი ჯარიმაც მიამატა. საბოლოოდ, უელსებმა პირველი ნახევარი 23:8 მოიგეს.

მეორე ნახევარიც უელსელების ზუსტი ჯარიმით დაიწყო, თუმცა ამას ავსტრალიელთა მხრიდან ჰეილეთ-პითისა და ჰუპერის ლელოები მოჰყვა,
ორივე გარდასახვა კი ზუსტად ტომურამ შეასრულა. 68-ე წუთზე ტომურამ ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა. თუმცა 72-ე წუთზე ფეიჩელმა ჯარიმა ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა- 29:25.

ორი ტურის შემდეგ ჯგუფს 9 ქულით უელსი ლიდერობს, ავსტრალიას 6 ქულა აქვს, საქართველოს 5.  ურუგვაის ნაკრები 4 ქულით მეოთხეა, ხოლო ბოლო ადგილს ფიჯი იკავებს 2 ქულით.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული