ინგლისის ნაკრების ყოფილი მგეზავი ტობი ფლუდი შესაძლოა გერმანიის ნაკრების მორაგბე გახდეს
ინგლისის ნაკრების ყოფილი მგეზავი ტობი ფლუდი შესაძლოა გერმანიის ნაკრების მორაგბე გახდეს. ახლახან "ტაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ტობიმ განაცხადა, რომ მისი ბაბუა (დედის მხრიდან) გერმანელი იყო. მან სამშობლო 1936 წელს დატოვა და ინგლისში გადაბარგდა.

"მოხარული ვიქნები, თუ მომეცემა საშუალება, განვითარებად სარაგბო ქვეყანას დავეხმარო. ყოველთვის ვამაყობდი, რომ გერმანული ფესვები მქონდა და მინდა ამ ქვეყნის რაგბის სამსახური გავუწიო" - თქვა ტობი ფლუდმა.

აღსანიშნავია, რომ ტობი ფლუდი ინგლისის ნაკრებში 2013 წლიდან არ თამაშობს. ის ფრანგულ "ტულუზში" გადავიდა და ახლა ისევ ინგლისში, "ნიუკასლში" დაბრუნდა. მისი ადგილი "პომებში" ოუენ ფარელმა და ჯორჯ ფროდმა დაიკავეს. მსოფლიოს რაგბის წესების თანახმად, თუ მორაგბეს, რომელსაც ერთი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები აქვს და სხვა, მეორე ქვეყნის ნაკრებში თამაში სურს, ამას მხოლოდ ხუთწლიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ შეძლებს. თანაც იმ შემთხვევაში, თუ იმ მეორე ქვეყანასთან გენეალოგია აკავშირებს. ყველაზე შორეული წინაპარი ბებია ან ბაბუა უნდა ჰყავდეს ახალი ქვეყნიდან.

ერთი სიტყვით, ტობი ფლუდს შანსი აქვს, ერთა თასის გათამაშებაში გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ითამაშოს. მან უკვე მიმართა სათანადო ორგანოებს, რათა გერმანიის მოქალაქეობა და პასპორტი მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ ტობი ფლუდმა "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ ერთხელ უკვე ითამაშა 2011 წელს, ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
"ბორჯღალოსნები" | 9 პოტენციური დებიუტანტით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
"მანჩესტერ სიტიმ" "ნიუკასლს" ისევ მოუგო და ფინალში გავიდა
საქართველოს სპორტსმენთა შემადგენლობა ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე
დი ლორენცოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს
MLS ან საუდის არაბეთი - კაზემიროს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
დიდი გეგმები ზაფხულისთვის - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერებზე ბევრს დახარჯავს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
[VIDEO] "რეალის" მძლეველი "ალბასეტე" "ბარსელონასთან" დამარცხდა
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
"ინტერმა" 197-სანტიმეტრიანი ნახევარმცველი შეიძინა
"ლივერპული" დოყლაპიაა - დიუგარი ჟაკეს ტრანსფერს გამოეხმაურა
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
ფალკაოა თუ ფრანკენშტაინი - რას დაგამსგავსეს, რადამელ?
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
"ანორთოსისმა" თემურ ქეცბაია გაათავისუფლა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასმა" სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა
სერია A-ს აუტსაიდერებმა მთავარი მწვრთნელები დაითხოვეს
შეთანხმება შედგა - ნ'გოლო კანტე ევროპაში ბრუნდება
გადარჩენაში უნდა დაეხმაროს - "იუვენტუსმა" მცველი "ფიორენტინაში" გაანათხოვრა
ჯუდ ბელინგემის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო