მექსიკამ მანუელ ვუჩეტიჩიც გაუშვა

AutoSharing Option
მექსიკის ნაკრებს 2013 წელს მეოთხე მწვრთნელი ეყოლება!

12 სექტემბერს დანიშნულმა ვიქტორ მანუელ ვუჩეტიჩმა ეროვნულ გუნდს მხოლოდ ორ შეხვედრაში უხელმძღვანელა - პანამას "აცტეკებმა" რაულ ხიმენესის საოცარი გოლის წყალობით მოუგეს, კოსტა რიკასთან კი 1:2 წააგეს და რომ არა აშშ-ს ნაკრები, უკვე მუნდიალს მიღმა იქნებოდნენ. მექსიკელთა საბედნიეროდ, ამერიკელებმა "ფეირ პლეის" წესი ბოლომდე დაიცვეს, უკანასკნელ წამებზე გატანილი ბურთების წყალობით პანამას 3:2 მოუგეს და "აცტეკებს" პლეი ოფში თამაშის საშუალება მისცეს.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა მეოთხე ადგილი დაიკავა, ფედერაციის ხელმძღვანელებმა მწვრთნელის შეცვლა გადაწყვიტეს და ვუჩეტიჩს კარისკენ
მიუთითეს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, კონფედერაციათა თასზე და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ნაჩვენები ცუდი შედეგის გამო, მექსიკის ფეხბურთის ფედერაციამ კარისკენ ხოსე მანუელ დე ლა ტორეს მიუთითა, რომელიც ერთი თამაშით ლუის ფერნანდო ტენამ შეცვალა, ვისი ხელმძღვანელობითაც მექსიკამ აშშ-სთან 0:2 წააგო. ამის შემდეგ პოსტზე ვუჩეტიჩი დაინიშნა, ახალ ზელანდიასთან კი გუნდს ახალი მწვრთნელი ეყოლება.

ჩვენი მექსიკელი კოლეგების აზრით, ნაკრების მესაჭის პოსტის დაკავების მთავარი კანდიდატი 45 წლის მიგელ ერერა გახლავთ, რომელიც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, "ამერიკას" დამრიგებელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014. კონკაკაფი. X ტური: მექსიკას ძალიან, ძალიან, ძალიან გაუმართლა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული