ბრაზილია 2014. შესარჩევი ეტაპი. კონკაკაფი. IX ტური: მექსიკა გადარჩა... ჯერჯერობით

AutoSharing Option
კონკაკაფის ზონაში ურთულესი და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა მექსიკის ნაკრებმა. "აცტეკებმა" მეხიკოში, "აცტეკას" სტადიონზე პანამას უმასპინძლეს და რაულ ხიმენესის საოცარი სილამაზის "მაკრატელათი" მოუგეს.

ეს მატჩი ფრედ რომ დასრულებულიყო, ვიქტორ მანუელ ვულეტიჩის შეგირდები მეოთხე ადგილზე გასვლის შანსსაც გაიუარესებდნენ.

მექსიკელთათვის სამწუხაროდ, მოიგო ჰონდურასმაც და მუნდიალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. ბოლო ტურში ჰონდურასი უკანასკნელ ადგილზე მყოფ იამაიკას სტუმრობს და მესამე ადგილის დასაკავებლად ფრეც ჰყოფნის. ძნელი წარმოსადგენია, ჰონდურასმა ასეთი შანსი ხელიდან გაუშვას.

ბოლო ტურში მექსიკა კოსტა რიკას ეთამაშება და მეოთხე ადგილის მოსაპოვებლად მასაც მინიმუმ ქულა სჭირდება.
თუ მექსიკამ დაკავებული პოზიცია შეინარჩუნა, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას პლეი ოფში ეცდება, სადაც ახალ ზელანდიას უნდა დაუპირისპირდეს.

ბრაზილია 2014. შესარჩევი ეტაპი. კონკაკაფი. IX ტური
ჰონდურასი-კოსტა რიკა 1:0
გოლი: 1:0 ბენგტსონი (65)

აშშ-იამაიკა 2:0
გოლები: 1:0 ზუსი (77), 2:0 ალტიდორი (81)

მექსიკა-პანამა 2:1
გოლები: 1:0 პერალტა (40), 1:1 ტეხადა (81), 2:1 რ. ხიმენესი (85)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. აშშ 9 6 1 2 12-6 19
2. კოსტა რიკა 9 4 3 2 11-6 15
3. ჰონდურასი 9 4 2 3 11-10 14
4. მექსიკა 9 2 5 2 6-7 11
5. პანამა 9 1 5 3 8-11 8
6. იამაიკა 9 0 4 5 3-11 4

ბოლო ტური
16 ოქტომბერი:
იამაიკა-ჰონდურასი, პანამა-აშშ, კოსტა რიკა-მექსიკა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული