ვისენტე დელ ბოსკე: ბელორუსთან და საქართველოსთან მატჩებისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ბელორუსთან და საქართველოსთან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩების წინ კომენტარი გააკეთა.

"წინ ორი ფინალი გვაქვს. 6 ქულა თამაშდება და შეცდომის უფლება არ გვაქვს.

ფეხბურთი ზოგჯერ მზაკვრულია, ამიტომ საქმეს დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ.

რაც შეეხება დიეგო კოშტას, მისი ნაკრებში მოწვევის საკითხი მოგვიანებით განიხილება.

ველაპარაკე დიეგოს და მხოლოდ კარგი შთაბეჭდილებები დამრჩა. ის ესპანეთის ნაკრების ყველა მოთხოვნას პასუხობს", - თქვა დელ ბოსკემ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული