მუნდიალი 2014. შესარჩევი ეტაპი. კონკაკაფი: გრანდების მარცხი

AutoSharing Option
კონკაკაფის ზონის მორიგ ტურში ორივე გრანდი - აშშ და მექსიკა - დამარცხდა, კოსტა რიკის ნაკრებმა კი ფინალური ეტაპის საგზური 90 პროცენტით გაინაღდა...

ამ ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში კოსტა რიკის ნაკრების გალიდერდა, რომელმაც შინ აშშ-ს სძლია და ერთი ქულით გადაასწრო. ამ მოგებით ხორხე პონტოს შეგირდებმა მუნდიალის ფინალური ეტაპისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგეს - მიზნის მისაღწევად დარჩენილ სამ ტურში კოსტა რიკას 3 ქულაც ეყოფა...

დაახლოებით ანალოგიურ მდგომარეობაშია აშშ-ის ნაკრებიც. მიუხედავად მარცხისა, იურგენ კლინსმანის გუნდი თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობს და მეოთხე ადგილზე მყოფ მექსიკას
5 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში ერთმანეთს სწორედ აშშ და მექსიკა ხვდებიან და სტუმრებს მოედანზე დროებითი მწვრთნელი, ლუის ფერნანდო ტენა გაიყვანს.

დიახ, ხოსე მანუელ დე ლა ტორე მექსიკის ნაკრების მწვრთნელი აღარ არის, რაც დიდად გასაკვირი არაა - მის გაგდებაზე ხომ ჯერ კიდევ კონფედერაციათა თასის დროს საუბრობდნენ. "ელ ტრიმ" მორიგი შეხვედრა ჰონდურასთან წააგო და მეოთხე ადგილამდე დაეშვა.

მომდევნო ტურზე უკვე მოგახსენეთ, ბოლოსწინა შეხვედრაში მექსიკა პანამას უმასპინძლებს, უკანასკნელ ტურში კი კოსტა რიკას ეწვევა. კალენდრის გათვალისწინებით, თავისუფლად შესაძლებელია, რომ მექსიკა მეოთხე ადგილის გარეშეც კი დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ კონკაკაფის ზონიდან პირველ სამ ადგილზე გასული გუნდები მუნდიალზე პირდაპირ ხვდებიან, მეოთხე ადგილზე გასული კი საგზურს პლეი ოფში, ახალ ზელანდიასთან გაითამაშებს.

VII ტური

მექსიკა-ჰონდურასი 1:2
გოლები: 1:0 პერალტა (5), 1:1 ბენგტსონი (63), 1:2 კოსტლი (66)

პანამა-იამაიკა 0:0
გაძევება: ოსტინი (58. იამაიკა)

კოსტა რიკა-აშშ 3:1
გოლები: 1:0 ჯ. აკოსტა (2), 2:0 ბორხესი (10), 2:1 დემპსი (43-პენ), 3:1 ჯ. კემპბელი (75)

თ მ ფ წ ბ ქ
1. კოსტა რიკა 7 4 2 1 10-4 14
2. აშშ 7 4 1 2 8-6 13
3. ჰონდურასი 7 3 1 3 8-8 10
4. მექსიკა 7 1 5 1 4-4 8
5. პანამა 7 1 4 2 5-7 7
6. იამაიკა 7 0 3 4 2-8 3

მომდევნო ტური

11 სექტემბერი:
იამაიკა-კოსტა რიკა, აშშ-მექსიკა, ჰონდურასი-პანამა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014. ევროპა. საკვალიფიკაციო მატჩები: სენსაციების დღე ევროპაში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული