სესკ ფაბრეგასი: ეს იყო მხოლოდ ხუმრობა

AutoSharing Option

ესპანეთის ნაკრების მადრიდული ზეიმისას სესკ ფაბრეგასს ნაკრების ბარსელონელმა მეგობრებმა ხუმრობით "ბარსელონას" მაისურა გადააცვეს, რითაც ლონდონის "არსენალის" აღშფოთება გამოიწვიეს (ინგლისელები უფრო იმან გააღიზიანა, რომ სანდრო როსელი სამხრეთ აფრიკაში შეხვდა ფაბრეგასს). ზეიმის შემდეგ სესკს ახსნა-განმარტებების მიცემა დასჭირდა:

"უდიდესი სიხარულის დროს ყველაფერი მოსულა, იმ მომენტში ხომ წესიერად არც უფიქრდები, რას აკეთებ. ეს იყო უბრალო ხუმრობა და მეტი არაფერი, მაგრამ ზეიმი დასრულდა და ახლა უკვე სერიოზულები უნდა ვიყოთ". ფაბრეგასი შარში ჟერარდ პიკემ და კარლეს პუიოლმა გახვიეს, რომელთაც ლამის ძალით გადააცვეს სესკს "ბარსელონას" მაისურა, იმის

ნიშნად, რომ მათ სურთ ფაბრეგასი მშობლიურ კლუბს დაუბრუნდეს. სიურპრიზში, რომელიც თანაგუნდელებმა ფაბრეგასს მოუწყვეს, პეპე რეინაც მონაწილეობდა.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული