დამნაშავე მარტო მე არ ვარ

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველმა ფელიპე მელომ განაცხადა, რომ არ სურს, მარტო თვითონ იყოს მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ჰოლანდიასთან განცდილი მარცხის განტევების ვაცი. შეგახსენებთ, ჰოლანდიელებმა იმ მატჩში ანგარიში მისი უხეში შეცდომის წყალობით გაათანაბრეს, შემდეგ კი მელო მოედნიდან გააძევეს.

"ეს მარცხი მხოლოდ ჩემი ბრალი არაა. ყველას ავიწყდება კარგი მომენტები და მხოლოდ ცუდი ახსოვთ. არადა, იმავე შეხვედრაში რობინიომ ანგარიში ჩემი მახვილგონივრული გადაცემით გახსნა. პასუხისმგებლობას სულაც არ გავურბივარ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე რამდენიმა კარგი თამაში ჩავატარე", - ამბობს მელო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული