სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« თებერვალი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 12345
მაიკლ დიქსონმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
AutoSharing Option
14:45 03-10-2016
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრმა მაიკლ დიქსონმა რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

მკითხველი:

- გამარჯობა. მაინტერესებს, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გარდა, თუ გქონდა შემოთავაზება სხვადასხვა ქვეყნის კალათბურთის ფედერაციებიდან, გეთამაშა სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ და რა იყო მთავარი ფაქტორი, რის გამოც სწორედ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსების დაცვა გადაწყვიტე?

- ალბანეთისა და ბულგარეთის ვარიანტები მქონდა, მაგრამ საქართველო ავირჩიე, რადგან უკეთესი გუნდია და ისიც ვიცოდი, რომ რამდენიმე მოთამაშეს აშშ-ში აქვს ნათამაშები.

მკითხველი:
- როგორი შთაბეჭდილება დატოვა ქართველმა გულშემატკივარმა და თუ იცოდი რაიმე ქვეყნის შესახებ, სანამ საქართველოში ჩამოხვიდოდი?
- ქართველი გულშემატკივარი ყველაზე მეტად მიყვარს. ის სიყვარული და მხარდაჭერა, რომელსაც "სპორტის სასახლეში" ვგრძნობდი, საოცარია.

საქართველოზე ბევრი არაფერი ვიცოდი, თუმცა "ვითასთან" სათამაშოდ კლუბთან ერთად თბილისს ცოტა ხნის წინ ვესტუმრე.

მკითხველი:
- რა პერიოდი აპირებ საქართველოს სახელით თამაშს?
- საქართველოს სახელით ვითამაშებ მანამ, სანამ ქართველებს ენდომებათ. ის ვნებათაღელვა, რაც გუნდში ბიჭებს და გულშემატკივრებს კალათბურთის მიმართ აქვთ, პირდაპირ კავშირშია იმასთან, რასაც მე ვგრძნობ, როდესაც თეთრ-წითელი მაისური მაცვია და ქვეყანას წარმოვადგენ. ეს საოცარი გრძნობაა.

მკითხველი:
- რას
You must have Flash Player installed in order to see this player.
იტყოდი საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე, რას თვლი ამ ნაკრების ძლიერ და სუსტ მხარეებად?
- ჩვენი სიძლიერე ისაა, რომ ბევრი კარგი მსროლელი და ჭკვიანი კალათბურთელი გვყავს გუნდში, ნაკლი კი ბევრი არ გვაქვს.

მკითხველი:

- როგორ შეაფასებდი ნაკრების თამაშს ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე?
- ამ შედეგის მისაღწევად საკმაო შრომა ჩავდეთ და ვფიქრობ, დამსახურებულად გავედით ევრობასკეტზე. ასეთივე მუშაობა მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ.

მკითხველი:
- შენთვის, როგორც კალათბურთელისთვის, ვისთან თამაშია ყველაზე მარტივი, ვისი გესმის ყველაზე კარგად ჩვენს ნაკრებში?
- ყველა ჩემი თანაგუნდელი მოედანზე მისმენს და საკმაოდ კარგადაც.

მკითხველი:
- პატარაობაში ვინ იყო შენი კუმირი?
- კრის პოლი.

მკითხველი:
- უყურებენ თუ არა შენი ოჯახის წევრები საქართველოს ნაკრების თამაშებს და თუ კი, რა რჩევებს გაძლევენ ისინი?
- ოჯახის წევრები მაქსიმალურად ცდილობენ ჩემი ყველა თამაშის ნახვას. სულ მეუბნებიან, რომ ვითამაშო ისე, როგორც ამას მთელი ცხოვრებაა ვაკეთებ და გუნდის წარმატებისთვის ყველაფერი გავაკეთო. მამა სულ მეუბნებოდა, რომ კალათბურთში მთავარი გუნდურობაა.

მკითხველი:
- მაიკლ, შენი აზრით, რის ხარჯზე აღწევს საქართველოს ნაკრები წარმატებას?
- წარმატებულები იმიტომ ვართ, რომ ერთად ვთამაშობთ და იმიტომ, რომ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივარი გვყავს.

მკითხველი:

- გაქვს თუ არა რაიმე რიტუალი თამაშის დაწყების წინ?
- ყოველი თამაშის წინ სიმღერას ვუსმენ.