ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის XVIII გათამაშება 4 იანვრიდან დაიწყება

AutoSharing Option
ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალი 4-9 იანვარს გაიმართება. აღნიშნული ტურნირი ტრადიციულია, 2006 წლიდან ტარდება და წელს იგი მე-18-ედ გათამაშდება. მემორიალის ყველა შეხვედრა, ჯგუფური ეტაპისა და პლეი-ოფის ჩათვლით, თბილისში ჩატარდება.

წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას 6 გუნდი მიიღებს. გუნდები ჯგუფებში სუპერლიგის მიმდინარე ცხრილის მიხედვით გადანაწილდნენ. “ა” ჯგუფში თავი "კაკტუსმა", "რუსთავმა" და "მეგამ" მოიყარეს, ხოლო “ბ” ჯგუფი "ოლიმპმა", თსუ-მა და "ვერამ" შეადგინეს. თითოეული ჯგუფიდან ნახევარფინალში 2 საუკეთესო გავა.

მემორიალის მოქმედი ჩემპიონი “ქუთაისია”, რომელმაც 2022 წლის 25 იანვარს ქუთაისში
გამართულ ფინალურ მატჩში “მეგა” დაამარცხა. მთლიანობაში ქუთაისელებს საკანდელიძისა და ქორქიას მემორიალი ხუთჯერ აქვთ მოგებული.

ჯგუფური ეტაპის მატჩები 4, 5 და 6 იანვარს გაიმართება, 8-ში - ნახევარფინალები, ხოლო 9 იანვარს ფინალური მატჩი ჩატარდება. ყველა შეხვედრას თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული