"კლიპერსის" ზედიზედ 9-მატჩიანი მოგებათა სერია "ოკლაჰომამ" დაასრულა

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ოკლაჰომა სიტი თანდერმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" 134:115 დაამარცხა. ამით კალიფორნიელების ზედიზედ 9-მატჩიანი მოგებათა სერია დასრულდა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო შაი გილჯეს-ალექსანდერი გახდა. კანადელმა კალათბურთელმა 31 ქულა, 8 მოხსნა, 4 შედეგიანი პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა.

გუნდის მეორე ლიდერმა ჩეთ ჰოლმგრენმა 23 ქულა, 6 მოხსნა და 7 ასისტი დააგროვა.

"კლიპერსიდან" ჯეიმს ჰარდენმა საკუთარ გუნდს 23 ქულა, 9 მოხსნა და 6 ასისტი შესძინა.

ამრიგად, "ოკლაჰომა" 18 მოგებითა და 8 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს. "ოქეისი" მორიგ მატჩს 24 დეკემბერს,
"ლეიკერსის" წინააღმდეგ გამართავს.

"კლიპერსი" 17 გამარჯვებითა და 7 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. კალიფორნიელები 24 დეკემბერს "ბოსტონ სელტიკსს" უმასპინძლებენ.