კავაის 36 ქულა, ჰარდენის ორმაგი დუბლი და "კლიპერსის" მიჯრით მე-7 გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "ნიუ იორკ ნიქსს" უმასპინძლა და 144:122 დაამარცხა. კალიფორნიული გუნდისთვის ეს მიჯრით მე-7 გამარჯვება გახლდათ.

კვლავინდებურად საუკეთესო კავაი ლეონარდი გახლდათ, რომელმაც თავი 36 ქულით, 7 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

პოლ ჯორჯმა აქტივში 25 ქულა ჩაიწერა, ნორმან პაუელმა - 16, ხოლო ჯეიმს ჰარდენმა - 10 ქულა და 12 ასისტი.

"ნიქსის" შემადგენლობიდან ჯეილინ ბრანსონმა და ჯულიურ რენდლიმ 22-22 ქულა ჩააგდეს, ხოლო არჯეი ბარეტმა და დონტე დივინცეჩომ - 18-18.

"კლიპერსი" 15 გამარჯვებითა და 10
წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე გადავიდა, მომდევნო შეხვედრას 19 დეკემბერს, "ინდიანა პეისერსთან" გამართავს.

"ნიქსი" 14 მოგებითა და 11 მარცხით აღმოსავლეთში მე-6 პოზიციას იკავებს, იმავე 19 დეკემბერს კი "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორც ყოველთვის კლიპერსი და ნიკალა მოწოდების სიმაღლეზე არიან. რომ ვიცი კლიპერსის თამაშის თარიღი არ ვნახულობ, პირდაპირ აქ შემოვდივარ, დილა მილამაზდება იმწამსვე
ზაზა
12:02 17-12-2023
0

სიახლეები პოპულარული