იანისის 35 ქულა - "ბაქსმა" "ჩიკაგო" დაამარცხა

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "მილუოკი ბაქსმა" "ჩიკაგო ბულზს" უმასპინძლა და 118:109 დაამარცხა. 

იანის ანტეტოკუნმპომ თავი 35 ქულით, 11 მოხსნით და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. 

ბობი პორტისმა 19 ქულა ჩააგდო, დემიენ ლილარდმა კი - 12. 

"ხარების" მხრიდან ნიკოლა ვუჩევიჩმა აქტივში 26 ქულა, 12 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება ჩაიწერა.

ზაკ ლავინმა გუნდს 20 ქულა, 8 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და თითო ჩაჭრა-დაფარება შესძინა. 

ამრიგად, "ბაქსი" 6 გამარჯვებითა და 4 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 16
ნოემბერს, "ტორონტო რეპტორსთან" ჩაატარებს. 

"ბულზსი" 4 მოგებითა და 7 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-12 პოზიციაზე იმყოფება, 16 ნოემბერს კი "ორლანდო მეჯიქს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული