NBA-ს ვარსკვლავის შვილი მამას: მძულხარ!

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ცენტრ დუაით ჰოვარდის შვილმა ბრეილონმა ჩაწერა ვიდეო, რომელიც GossipoftheCity.com-ზე გამოქვეყნდა და მთელი მსოფლიო მოიარა.

ბიჭუნა ამბობს:

"კარგ მამად არ მიმაჩნიხარ. არასდროს მელაპარაკები ხოლმე. მძულხარ. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვინმემ დამავალა, მართლა ვერ გიტან. არასდროს მეხმიანები, რაღაცას მე და დედას მხოლოდ მაშინ გვიკეთებ, შენთან ახლოს თუ აღმოვჩნდებით. ეს კი იშვიათად ხდება", - თქვა ბრეილონმა.

თავად დუაით ჰოვარდმა კი თავი იმართლა, განაცხადა, რომ ასეთი ცუდი ადამიანიც არ არის და შვილი სიკვდილამდე ეყვარება.

NBA-ს ვარსკვლავს 5 სხვადასხვა ქალისაგან
5 შვილი ჰყავს.