აშშ-ს ეროვნული ტელევიზია "გოლდენ სტეიტის" თამაშს ყველაზე ხშირად აჩვენებს

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ 2017-18 წლების რეგულარული სეზონის სრული კალენდარი გამოაქვეყნა. მასთან ერთად, ცნობილი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური ტელევიზიით თითოეული გუნდის ჩვენების რაოდენობა.

ამ მხრივ, ლიდერი გახდა მოქმედი ჩემპიონი "გოლდენ სტეიტი" - ამ გუნდის მატჩებს 43-ჯერ აჩვენებენ. მეორე ადგილზეა "ჰიუსტონი", რომლის რიგებში გადავიდა კრის პოლი - 40 რეპორტაჟი. ბოლო სამი სეზონის ფინალისტი "კლივდლენდი" მესამეა ამ სიაში - 39 ჩვენება.

ეროვნული ტელევიზიით ყველაზე ნაკლები ჩვენება ექნებათ "ატლანტასა" და "ბრუკლინს" - ორ-ორი.

საინტერესოა ერთი სიახლე - ლიგამ პირველად დაყო რეგულარული ჩემპიონატის კალენდარი
კვირებად - პირველიდან 26-ის ჩათვლით. ამგვარი სიახლე მოწოდებულია გულშემატკივრების დასახმარებლად - უკეთ ადევნონ თვალი რეგულარულ ჩემპიონატს. ყოველი სათამაშო კვირა ორშაბათს დაიწყება და კვირას დასრულდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული