კალათბურთი

ლეგიონერები

შენგელიას 16 ქულა 19 წუთში და "ვირტუსის" იოლი გამარჯვება ვენეციაში

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას მხოლოდ 19 წუთი დასჭირდა საიმისოდ, რომ თავის გუნდში საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა. თანაც როგორ პრინციპულ მეტოქესთან: ქართველი ფორვარდის "ვირტუს ბოლონია" სტუმრად "ვენეციას" ხვდებოდა, გუნდს, რომელსაც ამ მატჩამდე, "ვირტუსის" მსგავსად, 17 გამარჯვება და 8 მარცხი ჰქონდა. ანუ ბოლონიელები უშუალო კონკურენტს ხვდებოდნენ, თანაც გასვლაზე და სწორედ ამ შეხვედრაში ულიდერა შენგელიამ თავისიანებს.

"ვირტუსმა" უშუალო კონკურენტი ძალიან იოლად – 89:70 დაამარცხა, რაშიც ქართველი ფორვარდის წილი უდიდესია. შენგელიამ 8-დან 5 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 16 ქულით თორნიკე თავის გუნდში
ბომბარდირი გახდა. ამასთან, ქართველმა ლეგიონერმა 3 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრაც მიითვალა.

18 მოგებითა და 8 წაგებით "ვირტუს ბოლონია" სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 14 აპრილს, "კრემონას" უმასპინძლებს.

GBF.GE

ასევე დაგაინტერესებთ