მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სანდრო მამუკელაშვილმა ნბა-ში გამორჩეული მატჩი ჩაატარა. მისმა "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტს" უმასპინძლა, რომელშიც 113:117 დამარცხდა, ქართველი ფორვარდის ანგარიშზე კი ორმაგი დუბლი დაგროვდა.

წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, სანდრომ მნიშვნელოვანი სათამაშო დრო მიიღო. მამუკელაშვილმა მოედანზე 24:37 წუთი გაატარა, მის ანგარიშზე კი 10 ქულა, 11 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა. ქართველმა კალათბურთელმა თამაშიდან 6-ჯერ ისროლა, საიდანაც 4 სროლა ზუსტი იყო. მან ასევე 2-დან 2 ჯარიმა ჩააგდო.

"სან ანტონიოს" რიგებში 32 ქულით საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა გახლდათ, ხოლო "გოლდენ სტეიტში" ყველაზე მეტი, 32 ქულა,
სტეფ კარიმ დააგროვა.

ამ მომენტისთვის "სან ანტონიოს" 75-დან მხოლოდ 18 გამარჯვება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა.

altმამუკელაშვილის 6 ქულა და 5 მოხსნა "ჰიუსტონთან"

altმამუკელაშვილის 14 წუთი - "სან ანტონიო სპურსი" "იუტა ჯაზთან" დამარცხდა [VIDEO]

altმამუკელაშვილის 8 ქულა, 8 მოხსნა და 18 წუთი ვემბანიამას არყოფნაში

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული