კალათბურთი

ლეგიონერები

შენგელიას გუნდმა სტუმრად ლიდერ "ბრეშას" მოუგო და სერია A-ში პირველ ადგილზეა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონიამ" ძალიან პრინციპული მატჩი მოიგო. ბოლონიელები სტუმრად სერია A-ს ლიდერ "ბრეშას" შეხვდნენ და 14 ქულით, დამაჯერებლად იმარჯვეს – 87:73. სამწუხაროდ, ქართველ ფორვარდს ბოლომდე თამაში არ დასცალდა, ის მოედანზე მეტოქესთან კონფლიქტისთვის მოედნიდან გააძევეს.

შენგელიამ თამაში 18 წუთით მოასწრო, რა დროშიც 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა.

ბოლონიელები სერია A-ს ლიდერები გახდნენ. შენგელიას გუნდისთვის ეს იყო ძალიან პრინციპული გამარჯვება, რის შემდეგაც "ვირტუსი" "ბრეშას"
მოგება-წაგებებით გაუთანაბრდა და მას ურთიერთშეხვედრების გამო გადაასწრო. ბოლონიელებსა და ბრეშელებს 24 ტურის შემდეგ 17 მოგება და 7 მარცხით აქვთ.

GBF.GE

ასევე დაგაინტერესებთ