კალათბურთი

ლეგიონერები

შერმადინი "ტენერიფეს" "გრანადას" დამარცხებაში დაეხმარა

AutoSharing Option
ეროვნული ნაკრებიდან ესპანურ "ტენერიფეში" დაბრუნებული გიორგი შერმადინი საქმეში ჩაერთო და მორიგი ტურის მატჩში თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. "ტენერიფემ" ჯო ტომასონის ყოფილ გუნდ "გრანადას" უმასპინძლა და 89:83 დაამარცხა.

შერმადინმა მოედანზე 19:25 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულას, 4 მოხსნასა და 1 პასს მოუყარა თავი. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. "ტენერიფეს" 15 ქულით მარსელინიო უერტასმა ულიდერა.

"ტენერიფეს" 23 ტურში 14 მოგება და 9 მარცხი დაუგროვდა. შერმადინის გუნდი ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში მადრიდის რეალს ესტუმრება.

GBF