სანაძე მოედანს 32 ქულითა და 11 მოხსნით დაუბრუნდა

AutoSharing Option
დუდა სანაძემ ფეხის ტრავმის გამო გასული 2 კვირა გამოტოვა და ყატარის ჩემპიონატში მოასპარეზე “ალ ხორს” დაუბრუნდა. ეს მოხდა ჩემპიონატის ბოლო, მე-7 ადგილისთვის მატჩში, რომელშიც სანაძის გუნდი “ალ აჰლის” დაუპირისპირდა.

მატჩი დაძაბული გამოდგა და “ალ ხორის” გამარჯვებით – 80:72 დასრულდა. დუდა მატჩის MVP გახდა 32 ქულით. მან შეუცვლელად ითამაშა და 6 სამქულიანი ჩაუგდო მეტოქეს. სანაძემ უჩვეულოდ ბევრი, 11 მოხსნა მოაგროვა, რაც მატჩში ასევე საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა. მის ანგარიშზეა 5 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარებაც.

გარკვეული პაუზის შემდეგ ყატარში სტარტს აიღებს
თასის გათამაშება.

GBF.GE

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული