საქართველო და ავსტრალია მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლო მატჩს 3 სექტემბერს გამართავენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ შედეგს მიაღწია და მსოფლიოს ჩემპიონატის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე 3 თამაშიდან 2 მოიგო, სლოვენიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა და ჯგუფიდან გავიდა. რამდენიმე წლის წინ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა ოცნების ტოლფასი იყო, რაც გასულ 2 წელში ჩვენი ნაკრების თავგანწირულმა თამაშმა – ესპანეთის დამარცხებამ, ისლანდიაში მოგებამ და სხვა რიგითი გუნდების ფეხდაუცდენლად ძლევამ ხელშესახები გახადა და საქართველომ მიმდინარე წლის თებერვალში, პირველად ისტორიაში, მსოფლიო პირველობის საგზური მოიპოვა.

მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ეროვნულ
გუნდს ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი გერმანია და არანაკლებ ძლიერი ავსტრალია შეხვდა. გერმანიასთან ჩინებული პირველი ნახევრის შემდეგ გამაყუჩებლით მოთამაშე თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო, რიგ მოთამაშეებს, გარკვეულ სათამაშო კომპონენტებში არ გაუმართლათ და გორდონ ჰერბერტის (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი 2005-2007 წლებში) გაწვრთნილმა გერმანიამ საბოლოოდ იოლი გამარჯვება გაიფორმა. ამ მოგებით გერმანიამ (4 მოგება, 0 მარცხი) პლეი ოფის საგზური ოფიციალურად გაინაღდა, რომელსაც გვიან ღამით სლოვენიაც შეუერთდა.

ჩვენი ჯგუფის (K) მეორე მატჩში სლოვენიამ ავსტრალიას მოუგო და ამ შედეგით პლეი ოფში გამსვლელი გუნდების ვინაობა გაირკვა. გერმანიასთან ერთად წაუგებელ სლოვენიას 4 მოგება მოუგროვდა და ავსტრალიასა და საქართველოსთვის მიუწვდომელი გახდა. შედეგად, ბოლო ტურმა ის ინტრიგა შეინარჩუნა, თუ რომელი გუნდი გავა პირველ ადგილზე – გერმანია, თუ სლოვენია, რომლებიც 3 სექტემბერს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

საქართველოსა და ავსტრალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფის მესამე ადგილისთვის და პრესტიჟისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ამ მატჩში ამ ეტაპისთვის სათუოა ტრავმირებული თორნიკე შენგელიას თამაში. აღნიშნული შეხვედრა ოკინავა არენაზე თბილისის დროით დილის 11:30 საათზე გაიმართება. საქართველოს ნაკრები საქართველოში არასრული შემადგენლობით 4 სექტემბერს დაბრუნდება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 6 /
აბა 9-16 ადგილებიო? ტრუხა ბაზარი იყო? ამაზეც ეტყობა რა ფარჩაკი მსოფლიოცაა, შუა ტურნირის დროს ფორმატს ცვიან.
ტტტ
23:40 02-09-2023
0
ანუ 9-16 -ს ვიკიდებთ?DDDDDDDDDDDDDDDD
ეეე
20:02 02-09-2023
0

სიახლეები პოპულარული