მეტოქეები: გერმანიის კატასტროფა, იტალიის -20, ლიტვამ ლატვიას ვერ აჯობა

AutoSharing Option
გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ოთხთა საკალათბურთო ტურნირი - "სუპერთასი" მიმდინარეობდა, რომლის მასპინძელი იყო ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე - გერმანია. მეტოქეები იყვნენ - რუსეთი, სერბეთი და პოლონეთი.

გერმანიას შეუერთდა თავისი მთავარი ვარსკვლავი, "ატლანტა ჰოქსის" გამთამაშებელი დენის შრიოდერი. სწორედ ის იყო პირველ ტურში რუსეთის წინააღმდეგ გამარჯვების მთავარი გმირი - შრიოდერმა 28 ქულა ჩააგდო, ხოლო მისმა გუნდმა 79:76 (19:21, 20:20, 17:19, 23:16) მოიგო.

გერმანელი კალათბურთელების სტატისტიკური მონაგარი ასეთი იყო: შრიოდერი (28), ბარტელი (12), შტაიგერი (10), ტაისი (10), მაოდო ლო (7), ტიმანი (6), ჰარტენშტაინი
(5), ჰეკმანი (1).

შაბათს გერმანიამ მეორე მატჩში პოლონეთის წინააღმდეგ ითამაშა და, ამჯერად, დამარცხდა - 75:80 (15:19, 21:16, 20:23, 19:22).

გერმანია: შრიოდერი (26+6 პასი), ჰეკმანი (7), ლო (7), ტაისი (6), ტიმანი (6), დორეტი (6), ბარტელი (5+8 მოხსნა), აკპინარი (5), ვარგასი (4), კინგი (3).

გუშინ გერმანია მესამე ტურში სერბეთის ნაკრებს შეხვდა და ამ მატჩში ბრძოლა არ შედგა - სერბებმა 31 ქულის სხვაობით გაანადგურეს მასპინძელი - 87:56 (27:17, 17:17, 19:6, 24:16).

გერმანია: შრიოდერი (16), ტიმანი (8), ჰარტენშტაინი (7), ბარტელი (6), აკპინარი (6), ლო (5), დორეტი (3), შტაიგერი (3), ჰეკმანი (2).

ტურნირის ჩემპიონი სერბეთის ნაკრები გახდა, რომელმაც სამივე მატჩი მოიგო.

* * *
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მეტოქე - იტალიის ნაკრები ქალაქ ტულუზაში თამაშობს ოთხთა ტურნირზე საფრანგეთის, მონტენეგროსა და ბელგიის ნაკრებებთან ერთად.

პირველ ორ მატჩში იტალიამ ასეთი შედეგები აჩვენა:

იტალია-მონტენეგრო 67:66

14:20, 12:19, 20:14, 21:13
იტალია: ბელინელი (24), დატომე (10), არადორი (6), ბერნსი (5), მალი (5), პასკოლო (4), ჰეკეტი (3), ფილოი (3), როსი (3), ბილიგა (2), აბასი (2).

იტალია-ბელგია 60:80
15:16, 13:22, 18:25, 14:17
იტალია: მელი (11), ბელინელი (10), ბილიგა (8), ჰეკეტი (8), დელა ვალე (7), დატომე (8), ჩერვი (4), ბერნსი (4).

კვირას, ბოლო ტურში იტალია მასპინძელ საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება.

* * *
ლიტვის ნაკრებმა ლატვიას უმასპინძლა და პირველი ტაიმი 13 ქულით წააგო, რის შემდეგაც ვეღარ დაეწია მეტოქეს.

ლიტვა-ლატვია 77:87
12:20, 20:25, 24:21, 21:22
ლიტვა: ლეკავიჩუსი (16), კუზმინსკასი (14), კალნიეტისი (11), მოტეიუნასი (8), ვალანჩუნასი (8), მაჩიულისი (7), გეჩევიჩუსი (6), მილაკნისი (3), გუდაიტისი (3), კაირუსი (1).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კალათბურთში ამხანაგურ ტურნირებს მხოლოდ მოსამზადებელი დანიშნულება აქვთ და ოფიციალური ტურნირების შედეგებთან არაფერი აკავშირებთ. ამჟამად მწვრთნელები ტაქტიკურ სვლებს და სხვადასხვა ვარიანტებს ამუშავებენ. ოფიციალურ ტურნირში ლიტვა ლატვიას 10-დან 10-ჯერ მოუგებს.
თემო
10:47 22-08-2017
0
აქ ისეთი პირი უჩანს შეიძლება ჩვენმა ნაკრებმა მედალსაც გამოკრას ხელი, წარმატებები ბიჭებს
დავითი
03:38 22-08-2017
0

სიახლეები პოპულარული