მეტოქე ევრობასკეტზე: საფრანგეთი ლიტვაში განადგურდა

AutoSharing Option
ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქემ - ლიტვის ნაკრებმა კაუნასში გამართულ ამხანაგურ მატჩში მომავალი ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთი გაანადგურა - 96:71 (23:16, 16:26, 30:14, 27:15).

აღსანიშნავია, რომ სტუმრები პირველი ტაიმის შემდეგ სამი ქულით იყვნენ წინ, მაგრამ მეორე ტაიმი 28 ქულით წააგეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშეები იყვნენ:
ლიტვა - კალნიეტისი (18), მაჩიულისი (15), მოტეიუნასი (13);
საფრანგეთი: დე კოლო (16), ერტელი (13)

* * *
2017 წლის ევრობასკეტის ერთ
-ერთმა ფავორიტმა ესპანეთის ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი შინ ვენესუელის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 46 ქულის სხვაობით მოიგო - 90:44 (24:9, 24:10,20:19, 22:6).

ეს თამაში გამორჩეული იყო ესპანელთა ვეტერანისთვის - ხუან კარლოს ნავაროსთვის. მან 240-ე მატჩი ჩაატარა ეროვნული ნაკრების მაისურით და ამ მაჩვენებლით, აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა. ნავარომ ლეგენდარული ხუან ანტონიო სან ეპიფანიოს რეკორდი დაამხო.

ესპანეთის ნაკრების მოთამაშეების სტატისტიკა ამ მატჩში ასეთი იყო:
მ. გასოლი (16+8 მოხსნა+4 პასი), ვ. ერნანგომესი (12), ორიოლა (11), ხ. ერნანგომესი (11+8 მოხსნა), როდრიგესი (10+6 პასი), ნავარო (9), რუბიო (7+5 მოხსნა+5 პასი), სან ემეტერიო (7), აბრინესი (3), პ. გასოლი (2+5 მოხსნა), სასტრე (2).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაჩულისი ფორმაში შედის?ვაი ჩვენი ბრალიიიი!
სოსო
17:31 17-08-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული