კალათბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U20. საქართველოს ნაკრებმა B დივიზიონში მე-11 ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე, B დივიზიონში უკანასკნელ მატჩში კოსოვო 116:79 დაამარცხა და საბოლოოდ ტურნირზე მე-11 ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრებიდან გამორჩეული ნიკოლოზ გაფრინდაშვილი იყო, რომელმაც 30 ქულა ჩააგდო - 11-დან 8 სამქულიანი. მერაბ შენგელიამ 20 ქულა ჩააგდო, ვლადიმერ თავქარიშვილმა და ვლადიმერ სალარიძემ კი - 16-16.

მილოშ გლიგორიევიჩის გუნდი A დივიზიონში გადასვლას გეგმავდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.