კალათბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U20. საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან 23 ქულით დამარცხდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან 52:75 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანები ვლადიმერ თავქარიშვილი(11 ქულა), ნიკოლოზ გაფრინდაშვილი (10) და ლევან ქვარცხავა (10) იყვნენ.

ირლანდია მე-9 ადგილისთვის მატჩში უნგრეთს დაუპირისპირდება, მილოშ გლიგორიევიჩის გუნდი კი მე-11 ადგილისთვის - კოსოვოს.