კალათბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U20. საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა

AutoSharing Option
თბილისში ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები IX-XVI ადგილებისთვის აგრძელებს ბრძოლას და პირველ მატჩში ნიდერლანდები 67:53 დაამარცხა.

ჩვენი გუნდიდან ყველაზე შედეგიანები ლუკა ლიკლიკაძე (16 ქულა) და ნიკოლოზ გაფრინდაშვილი (13) იყვნენ. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კი 17 ქულით ნიდერლანდელი ჯორიამ საიზონუ გახდა.

მეცხრე ადგილისთვის შეხვედრას მილოშ გლიგორიევიჩის გუნდი ალბანეთისა და ირლანდიის ნაკრებებს შორის გამარჯვებულთან ჩაატარებს.