nba.com: "კლიპერსთან" მატჩის ბედი დიდწილად ზაზა ფაჩულიას ხელშია

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტს" მორიგი მატჩი "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" აქვს დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან.

მართალია, "კლიპერსმა" ბოლოს წაგებები გამოურია, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ სეზონის დასრულების შემდეგ დიდი შანსია, ეს გუნდები ერთმანეთს პლეი ოფში გადაეყარონ.

nba.com-ის წინათქმაში The X-Factor-ად "გოლდენ სტეიტის" სარეზერვო კალათბურთელთა მზადყოფნა და ფარქვეშ თამაშია დასახელებული. "კლიპერსი" ცნობილია ფარქვეშ ძლიერი თამაშით.

"დამატებით მატჩის ბედი დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გაართმევს თავს ზაზა ფაჩულია "კლიპერსის" ათლეტური და აკრობატული წინახაზის წინააღმდეგ თამაშს", - ვკითხულობთ მატჩის წინათქმაში.

montereyherald.com: "ენდრიუ ბოგუტი
ბევრს ნიშნავდა "გოლდენ სტეიტისთვის" "კლიპერსთან" დაპირისპირებაში. არის თუ არა მზად ზაზა ფაჩულია, დაუპირისპირდეს დეანდრე ჯორდანს? თუ არადა, რას გადაწყვეტს "უორიორსი"? ითამაშებს თუ არა გუნდი ძირითადად ცენტრის გარეშე და შეგნებულად დათმობს ფარს".

მატჩი ლოს ანჯელესში 8 დეკემბერს, ჩვენი დროით დილით 07:30 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი ზაზააა!!! წარმატებებიი!!!
ქართველი
09:09 08-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული