კალათბურთი. NBA: ვესტბრუკი ჯორდანს დაეწია

AutoSharing Option
"ოკლაჰომას" ლიდერ რასელ ვესტბრუკს ვეღარ აჩერებენ. მან მორიგ მატჩში თანაგუნდელებს "ნიუ ორლეანი" დაამარცხებინა - 101:92.

რასელმა "პელიკანსთან" 28 ქულა, 17 მოხსნა და 12 პასი მოაგროვა. ეს გახლდათ მისი მეხუთე სამმაგი დუბლი ბოლო ხუთ მატჩში. ამ მაჩვენებლით იგი იმ სუპერვარსკვლავთა სიაში შევიდა, ვისაც ზედიზედ ხუთ და მეტ შეხვედრაში აქვს მოგროვილი "ტრიპლ-დაბლი". ესენი არიან მაიკლ ჯორდანი, ოსკარ რობერტსონი და უოლტ ჩემბერლენი.

რეკორდსმენი ჩემბერლენია, რომელსაც ერთმანეთის მიყოლებით 9 სამმაგი დუბლი აქვს შესრულებული.

ადამსისა და დევისის ტრავმები
"ოკლაჰომასა" და "ნიუ ორლეანის" მატჩი გარდა იმისა,
რომ ვესტბრუკის სამმაგი დუბლით აღინიშნა, იყო არასასიამოვნო მომენტიც.

ნამატჩევს ფეხშეხვეული გამოჩნდა ენტონი დევისი, რომელსაც ექიმებმა ტერფის მსუბუქი ტრავმა დაუდგინეს. მან "ოკლაჰომასთან" 43 წუთი ითამაშა, 39 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა.

ამავე მატჩის მონაწილემ, ოკლაჰომელთა ცენტრმა სტივენ ადამსმა მატჩი ვერ ჩაამთავრა. მან ფეხის ტრავმა პირველივე მეოთხედში მიიღო. ტრავმის სიმძიმეს ექიმები დღეს დაადგენენ.

კლიპერსი-ინდიანა 102:111
28:17, 24:31, 17:35, 33:28
კ: გრიფინი (24 + 16 მოხსნა), პოლი (18 + 11 პასი), რედიკი (15), ჯორდანი (9 + 15 მოხსნა), კროუფორდი (14)
ი: იანგი (17 + 7 მოხსნა), ჯორჯი (16 + 7 მოხსნა), ტიგი (15), ელისი (14), ტერნერი (12), სტაკი, (16), მაილზი (12)

დეტროიტი-ორლანდო 92:98
27:23, 23:35, 23:20, 19:20
დ: მორისი (21), ჯექსონი (18), ჰარისი (11), დრამონდი (10 + 10 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (9 + 9 მოხსნა), სმიტი (11)
ო: იბაკა (21 + 7 მოხსნა + 4 აფარება), ოგასტინი (12), გორდონი (10), ვუჩევიჩი (16 + 8 მოხსნა), გრინი (14)

ოკლაჰომა-ნიუ ორლეანი 101:92
29:26, 20:15, 29:25, 23:26
ო: ვესტბრუკი (28 + 17 მოხსნა + 12 პასი), ოლადიპო (15), რობერსონი (13), კანტერი (17 + 10 მოხსნა), ლოვერნი (4 + 11 მოხსნა)
ნ: დევისი (37 + 15 მოხსნა + 4 დაფარება), ჰოლიდეი (10 + 7 პასი), მური (10), ჰილდი (16)

ნიუ-იორკი-საკრამენტო 106:98
26:21, 29:20, 26:36, 25:21
ნ: როუზი (20 + 6 პასი), ენტონი (20), პორზინგისი (15 + 14 მოხსნა + 4 დაფარება), ჯენინგსი (19)
ს: კაზინსი (36 + 12 მოხსნა), გეი (22 + 9 მოხსნა), კოლისონი (13 + 6 პასი), კუფოსი (2 + 11 მოხსნა), კასპი (6)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული