NBA: რეკორდსმენი კრისტაპს პორზინგისი

AutoSharing Option
"ნიუ იორკ ნიქსის" ფორვარდმა კრისტაპს პორზიგინსმა გერმანულ კომპანია "ადიდასთან" სასპონსორო კონტრაქტს მოაწერა ხელი. ლატვიელი კალათბურთელი წელიწადში სამიდან ექვს მილიონ დოლარამდე გამოიმუშავებს, რაც სარეკორდო თანხაა ისტორიაში ევროპელი მოთამაშეებისთვის.

მანამდე, პორზინგისს Nike-თან ჰქონდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, წელიწადში 25 ათას დოლარს იღებდა. Nike-ს ჰქონდა უფლება - გაემეორებინა "ადიდასის" წინადადება, მაგრამ კომპანიამ უარი თქვა ლატვიელთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე.

* * *
ინტერნეტ-გამოცემა Sportando იტყობინება, რომ "სან ანტონიო სპურსის" ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, ნებას დართავს მთავარი მწვრთნელის გრეგ პოპოვიჩის ასისტენტს ეტორე მესინას - გააგრძელოს მუშაობა იტალიის ნაკრებში.

შეგახსენებთ,
რომ უფრო ადრე, 57 წლის სპეციალისტმა განაცხადა, რომ სურს იტალიის ეროვნულ გუნდში მუშაობის გაგრძელება, თუ "სპურსი" მისცემს ასეთ შესაძლებლობას.

წინასასეზონო მატჩები
კლიპერსი-ტორონტო 90:74
33:21, 29:30, 23:17, 5:6
კ: გრიფინი (24+8 მოხსნა) ჯორდანი (14+10 მოხსნა), რივერსი (10), პოლი (7+15 პასი).
ტ: დეროზანი (20), ჯოზეფი (13), პეტერსონი (10).

კლივლენდი-ორლანდო 117:102
31:21, 37:21, 29:27, 20:33
კ: მაკრე (20), ფელდერი (14), ფრაი (12), ჰოლმსი (12).
ო: გრინი (19), ჰეზონია (17), ფურნიე (14).

ფინიქსი-იუტა 91:98
23:31, 22:18, 27:26, 19:23
ფ: ნაითი (17), უორენი (15), ბუკერი (13), კრისი (11+8 მოხსნა), ბლედსოუ (11).
ი: გობერი (21+10 მოხსნა), ჰეივორდი (15), ლილსი (12), ჰილი (11), ინგლსი (11).

ბარსელონა-ოკლაჰომა 89:92
25:26, 22:19, 21:22, 21:25
ბ: კლავერი (25), ვეზენკოვი (13), ტომიჩი (10), ოლსონი (10).
ო: კანტერი (24+8 მოხსნა), უესტბრუკი (12), ოლადიპო (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი რეკორდია :D საინტერესოზე დაწერეთ, დაიწყო რეგულარული და ბევრი სიახლეა.
giorgi.......
12:33 09-10-2016
0

სიახლეები პოპულარული