ფოტო-NEWS: მადლობა, მამბა! 24 აგვისტო კობი ბრაიანტის დღედ გამოცხადდა

AutoSharing Option
ლოს ანჯელესის მთავრობამ 24 აგვისტო "ლეიკერსის" ვარსკვლავის - კობი ბრაიანტის დღედ გამოაცხადა. რიცხვი ლეგენდარული კალათბურთელის სათამაშო ნომრის მიხედვით არის შერჩეული.

"მთელი 20 წელი ვიყავით მისი დაუჯერებელი ნიჭისა და შრომისმოყვარეობის მომსწრენი. 24 აგვისტოს შევიკრიბებით და ვეტყვით მას: "მადლობა, მამბა", - განაცხადა ლოს ანჯელესის საქალაქო საბჭოს წევრმა ხოსე უისარმა.

ზეიმი ლოს ანჯელესის მერიის შენობაში მოეწყობა.

37 წლის ბრაიანტმა კარიერა გასული სეზონის შემდეგ დაასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული