NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "სან ანტონიოს" შეტევა არ უვარგა

AutoSharing Option
გუშინდელი დღის ცენტრალური მატჩი ჩიკაგოში გაიმართა, სადაც "ბულზმა" შეძლო ჩემპიონატის მეორე გუნდის "სან ანტონიოს" დამარცხება - 92:89. ამით შეწყდა "სპურსის" ხუთმატჩიანი მოგებათა სერია.

შეხვედრაში ლიდერი ხშირად იცვლებოდა. მატჩის ბედი ბოლოში გადაწყდა: 89:89-ზე მასპინძლებმა ოთხიდან სამი საჯარიმო გამოიყენეს, "სპურსმა" კი ვერ შეძლო შედეგიანი შეტევის განხორციელება.

ტონი პარკერს შეეძლო მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა, მაგრამ მისი სამქულიანი დერიკ როუზმა დაბლოკა.

წაგების შემდეგ, "სან ანტონიოს" მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა განაცხადა, რომ გუნდური მოქმედების გაუმჯობესებას დიდი ხანი შეიძლება დასჭირდეს.

"სან ანტონიოს" აქვს პრობლემები შეტევაში. და ეს
სირთულეები, შესაძლოა, მარტამდე გაგრძელდეს. შეტევითი სქემების დალაგებას დიდი დრო სჭირდება. ბევრი ისეთი მოთამაშე გვყავს, რომლებიც უნდა შეეჩვიონ ერთმანეთს და ერთად მოქმედება ისწავლონ", - ამბობს პოპოვიჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული