NBA-ს ლოგოზე მაიკლ ჯორდანიც შეიძლება

AutoSharing Option
ლეგენდარულმა კალათბურთელმა ჯერი უესტმა, რომლის სილუეტია გამოსახული ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლოგოზე, ESPN-სთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა აზრი იმის შესახებ, ემბლემაზე მისი შეცვლა სავსებით შეეძლო "ჩიკაგო ბულზის" რიგებში NBA-ის ექვსგზის ჩემპიონს მაიკლ ჯორდანს.

"ვის შეეძლო ჩემი შეცვლა NBA-ის ლოგოზე? ჯორდანს, რომელიც უდიადესი კალათბურთელია იმათ შორის, ვინც კი ოდესმე მინახავს. და ვფიქრობ, ჩემს ადგილას კარგი სანახავიც იქნებოდა", - მიაჩნია უესტს.

ჯერი, რომელმაც მთელი კარიერა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" შემადგენლობაში გაატარა, პირველი კალათბურთელია ისტორიაში, ვინც ფინალური სერიის MVP-ის წოდება დაისაკუთრა იმის მიუხედავად, რომ მისმა გუნდმა
წააგო ტიტულისთვის ბრძოლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული