NBA. საწვრთნელი მატჩები: კარმელო ენტონი "ნიქსის" ერთგული რჩება

AutoSharing Option
"ჩიკაგო ბულზის" მთავარმა მწვრთნელმა ფრედ ჰოიბერგმა ჟურნალისტებს თავისი გუნდის ლიდერის დერიკ როუზის მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი აცნობა.

"როუზი ვარჯიშზე 12 ოქტომბერს გამოცხადდება, როცა "ბულზი"გასვლით ტურნეს დაიწყებს. ეს მოხდება იმ თარიღიდან ორი დღით ადრე, როცა ექიმებმა დერიკს მოედანზე დაბრუნების ნება დართეს", - აცხადებს ჰოიბერგი.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ერთ-ერთ ვარჯიშზე დერიკ როუზმა თვალი დაიზიანა და სამკურნალოდ ოპერაცია დასჭირდა.

* * *
"ნიუ იორკ ნიქსის" ლიდერი კარმელო ენტონი არ მოითხოვს გუნდის ხელმძღვანელობისგან გაცვლას. როგორც ირკვევა, ფორვარდს სრულად აწყობს "ნიქსის" პრეზიდენტის ფილ ჯექსონის
გეგმა კლუბის განვითარების შესახებ.

ენტონი "ნიუ ოირკში" 2011 წელს, "დენვერიდან" გაცვლის შედეგად გადავიდა. ამ დროის განმავლობაში, გუნდი სამჯერ გავიდა პლეი ოფში, მაგრამ მეორე რაუნდზე შორს არ წასულა. გასული სეზონის რეგურალურში კარმელო საშუალოდ 24.2 ქულას, 6.6 მოხსნასა და 3.1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

* * *
გ. სტეიტი-ტორონტო 95:87
22:21, 31:25, 17:15, 25:26
გ-ს: ბარბოზა (15), კ. ტომპსონი (14), კარი (14), სპეიტსი (12+5 მოხსნა), მაკადუ (10).
ტ: კეროლი (15), ნ. პაუელი (13), დეროზანი (12+6 მოხსნა+4 პასი), ვალანჩუნასი (8+10 მრხსნა), კ. ჯოზეფი (7).

პორტლენდი-საკრამენტო 105:109 (ო)
24:18, 32:23, 26:27, 15:29, 8:12
პ: ლილარდი (17+3 ჩაჭრა), მ. ლეონარდი (14+8 მოხსნა), ჰარკლესი (14+6 მოხსნა), ვონლე (12+11 მოხსნა), კრები (12).
ს: ბელინელი (32+4 პასი+3 ჩაჭრა), კაზინსი (22+7 მრხსნა), დ. კოლისონი (21+10 პასი), კუფოსი (12+8 მოხსნა).

ბრუკლინი-ფენერბაჰჩე 96:101
26:25, 26:31, 26:20, 24:19
ბ: ბ. ლოპესი (18+4 დაფარება), ელინგტონი (16), ტ. რობინსონი (12+16 მოხსნა), ტ. იანგი (12+6 მოხსნა), ჯეკი (11).
ფ: ვესელი (18+6 მოხსნა), ბოგდან ბოგდანოვიჩი (17), დატომე (16+5 მოხსნა+5 პასი), სლუკასი (11+11 პასი), მაჰმუთოგლუ (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული