NBA: ლუი უილიამსი "ლეიკერსში" გადადის

AutoSharing Option
- "დეტროიტ პისტონზმა" და რეჯი ჯექსონმა მოილაპარაკეს მოქმედი კონტრაქტის გაგრძელებაზე. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, 25 წლის მცველი 80 მილიონ დოლარს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ჯექსონი ამა წლის თებერვალში, გაცვლის შედეგად გადავიდა "დეტროიტში" "ოკლაჰომა-სიტიდან". "პისტონზის" რიგებში მან 27 მატჩის ჩატარება მოასწრო და საშუალოდ, 17.6 ქულა, 9.2 შედეგიანი პასი და 4.7 მოხსნა დააგროვა.

თებერვლის ტრეიდამდე რეჯი 3.5 წელი იცავდა "ოკლაჰომას" ღირსებას. ჯექსონმა უარი თქვა "თანდერთან" ოთხწლიანი და 48-მილიონიანი კონტრაქტის გაფორმებაზე, რის გამოც აღმოჩნდა კიდეც "დეტროიტში".

* * *
როგორც Yahoo! Sports-ის მიმომხილველი ედრიან
ვოინაროვსკი იტყობინება, "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" გადადის სათამაშოდ 28 წლის მცველი ლუ უილიამსი. მან კალიფორნიულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, რომლის ღირებულება 21 მილიონი დოლარია.

ლუ "ლეიკერსის" რიგებში გასული რეგულარული სეზონის საუკეთესო მეექვსე მოთამაშის რანგში გადადის. "ტორონტოს" რიგებში მცველი საშუალოდ 15.5 ქულას, 1.9 მოხსნასა და 2.1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

უფრო ადრე, ლოსანჯელესელებმა წააგეს ბრძოლა ლამარკუს ოლდრიჯისთვის, დეანდრე ჯორდანისთვის, ჯიმი ბატლერისთვის და სხვა ვარსკვლავური თავისუფალი აგენტებისთვის. ერთადერთი, რაც "ლეიკერსმა" უილიამსის გაფორმებამდე მოახერხა, "ინდიანადან" გაცვლის შედეგად აიყვანა ცენტრი როი ჰიბერტი.

* * *
"სან ანტონიო სპურსი" ყველანაირად ცდილობს ერთი სეზონით შეინარჩუნოს შემადგენლობაში არგენტინელი ვეტერანი მანუ ჯინობილი.

როგორც პორტალი ESPN წერს, 37 წლის მცველი გასული სეზონის შემდეგ კარიერის დასრულებას გეგმავდა. სავარაუდოდ, მანუ ფიქრობდა, რომ მისი გუნდი, ჩვეულებისამებრ, NBA-ის ფინალში მოხვდებოდა, მაგრამ ადრეული ეტაპიდან გამოეთიშა პლეი ოფს.

ამის შემდეგ ჯინობილიმ განაცხადა, რომ ასეთი რამ მართლაც განაცხადა, მაგრამ ახლა, გადახედავს თავის განცხადებას და გადაწყვეტილებას ახალი სეზონის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მიიღებს. არგენტინელის თქმით, მის არჩევანზე ბევრი ფაქტორი იმოქმედებს. ESPN-ის აზრით, ეს ფაქტორები შეიძლება იყოს - გუნდის გაძლიერება და ტიმ დანკანის გადაწყვეტილება კარიერის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ დანკანმა დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო, "სპურსმა" კი გაიფორმა თავისუფალი აგენტების ბაზრის მთავარი ვარსკვლავი ლამარკუს ოლდრიჯი.

გასულ სეზონში ჯინობილი საშუალოდ მატჩში 10.5 ქულას, 4.2 შედეგიან პასსა და 3.0 მოხსნას აგროვებდა, პლეი ოფის შვიდ მატჩში კი მისი სტატისტიკა იყო - 8.0 ქულა, 4.6 პასი და 3.4 მოხსნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული