"სან ანტონიო" კავაი ლეონარდს გაურიგდა

AutoSharing Option
- კიდევ ერთი მსხვილი გარიგება "სან ანტონიოსა" და ფორვარდ კავაი ლეონარდს შორის შედგა. მაქსიმალური ხელშეკრულება ხუთწლიანი იქნება და კალათბურთელი ჯამში 90 მილიონ დოლარს მიიღებს.

ამ ხელშეკრულების გაფორმებამდე, "სან ანტონიო" ეცდება გამოიყენოს სახელფასო ბიუჯეტში არსებული თავისუფალი თანხა და სცადოს რომელიმე ვარსკვლავი თავისუფალი აგენტის გაფორმება. ერთ-ერთი კანდიდატია "პორტლენდის" ლიდერი ლამარკუს ოლდრიჯი.

* * *
სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვასა და ოლდრიჯისთვის ბრძოლაში პოზიციის განმტკიცებას დაეხმარება ის გარიგება, რომლის შესახებ გუშინ დაწერა Yahoo! Sports-ის მიმომხილველმა ედრიან ვოინაროვსკიმ. კერძოდ, "სპურსმა" "ატლანტაში" გაუშვა ბრაზილიელი ცენტრი ტიაგო სპლიტერი.
გაცვლის დეტალები ჯერჯერობით არ გახმაურებულა.

სპლიტერი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თამაშობდა "სან ანტონიოს" შემადგენლობაში და ტექსასურ კლუბთან ერთად შარშან NBA-ის ჩემპიონი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული