NBA: კარის რეკორდმა მეივეზერი გაამდიდრა

AutoSharing Option
- ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ, შესაძლოა, შეცვალოს ფინალური სერიის დაწყების თარიღი. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კონფერენციის ორივე ფინალი 4:0 დასრულდება.

არსებობს მოლოდინი, რომ გადამწყვეტი სერია უკვე 2 ივნისს დაიწყოს. შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის დასავლეთში "გოლდენ სტეიტი" 3:0-ს უგებს "ჰიუსტონს", ხოლო ანალოგიური ანგარიშით არის დაწინაურებული "კლივლენდი" "ატლანტასთან" დაპირისპირებაში.

- "გოლდენ სტეიტის" ბომბარდირულმა გმირობებმა ძალიან გაახარა მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე ფლოიდ მეივეზერი, რომელმაც ისევ გადაწყვიტა პლეი ოფის მატჩებით ფული შოვნა. ბოლო წლებში მან არაერთი ფსონი მოიგო, როცა თანხას ლებრონ ჯეიმსის "მაიამიზე" ჩავიდა (საერთო
მოგებამ შვიდნიშნა რიცხვს გადააჭარბა), ორი დღის წინ კი 200 ათასი დოლარი მოიგო "გოლდენ სტეიტის" ჰიუსტონში გამარჯვების წყალობით.

- სლოვენიელი გამთამაშებელი გორან დრაგიჩი, რომელიც ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდება, მზადყოფნას გამოთქვამს კარიერის "მაიამიში" გაგრძელებაზე, თუმცა აფრთხილებს კლუბის ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბს იმის შესახებ, რომ დიდი ხანი არ აპირებს ახალი კონტრაქტის ლოდინს.

ეს არც არის გასაკვირი, რადგან NBA-ის ერთბაშად ხუთი კლუბია დაინტერესებული ამ კალათბურთელის გადაბირებით. ესენი არიან: "ლეიკერსი", "ნიუ იორკი", "ნიუ ორლეანი", "მილუოკი" და "საკრამენტო".

- ამასობაში, "მინესოტა ტიმბერვულზი" თურქეთის "ფენერბაჰჩეს" ფორვარდის ნემანია ბიელიცას ხელში ჩასაგდებად ზრუნვას იწყებს.

სერბეთის ნაკრების კალათბურთელს, რომელიც 2014-15 წლების სეზონში ევროლიგის უძვირფასეს მოთამაშედ დაასახელეს, ოკეანის გაღმა სურს ძალების მოსინჯვა, თუმცა თურქული გრანდი ცდილობს ბიელიცას დაყოლიებას, რომ კიდევ ერთი წელი დარჩეს კლუბში და მეორე ცდიდან მაინც მოიგოს ევროლიგის გათამაშება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული