NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "კლივლენდი" ბოდიშს იხდის

AutoSharing Option
გუშინდელი მატჩის შემდეგ "კლივლენდის" მთავარ მწვრთნელს, დევიდ ბლატს ბოდიშის მოხდა მოუწია იმ გულშემატკივრებისთვის, რომლებიც "ატლანტასთან" მატჩს დაესწრნენ. დიდი ხანია "კავალიერზს" ასე საშინლად არ უთამაშია.

არადა, მასპინძლებისთვის ყველაფერი კარგად იწყებოდა: მოგებული პირველი მეოთხედი და 12-ქულიანი უპირატესობა მეორე მეოთხედის შუაში, მაგრამ ამის შემდეგ "კლივლენდს" არ აღმოაჩნდა უნარი, გამკლავებოდა "ატლანტას" შეტევებს.

შედეგად, სტუმრებმა არა მხოლოდ გაათანაბრეს ანგარიში, არამედ დიდი შესვენებისთვის 5-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს - 65:60. მეორე მეოთხედში ბუდენჰოლზერის შეგირდებმა 17-დან 14 სროლა მოათავსეს კალათში, მათ შორის, 11-დან 9 სამქულიანი. კელვინ მაკმა კი, რომელიც
სათადარიგოთა სკამიდან შევიდა თამაშში - ხუთიდან ხუთი შორეული ტყორცნა გამოიყენა.

"კლივლენდმა" თამაში მესამე მეოთხედში წააგო. 12 წუთში მასპინძლებმა 21-დან მხოლოდ ექვსი სროლა მოათავსეს კალათში, "ატლანტას" კი 60 პროცენტზე მაღალი რეალიზაცია ჰქონდა, რამაც 20 ქულამდე გაზარდა სხვაობა. ბოლო მეოთხედში ბლატს მოედანზე აღარ გაუყვანია ლებრონ ჯეიმსი, ირვინგმა და ლავმა კი მხოლოდ 4-4 წუთი ითამაშეს. 29-ქულიანი სხვაობა - ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებაა "კლივლენდისთვის" ამ სეზონში. სხვათა შორის, "ატლანტა" სასტარტო გამთამაშებლის, ჯეფ ტიგის გარეშე თამაშობდა.

კლივლენდი-ატლანტა 98:127
34:26, 26:39, 15:30, 23:32
კ: ჯეიმსი (21), უეიტერსი (21), ლავი (13+10 მოხსნა+6 პასი).
ა: მაკი (24), ჰორფორდი (20), სკოტი (15), მილსეპი (14+8 მოხსნა), კეროლი (13), ანტიჩი (11), შრედერი (10+10 პასი).

* * *
ასევე ვერ ბრწყინავდა გუშინ ლებრონ ჯეიმსის ყოფილი კლუბი. "მაიამიმ" უშანსოდ წააგო დასავლეთ კონფერენციის აუტსაიდერ "იუტასთან", რომელმაც შეხვედრა 53-პროცენტიანი რეალიზაციით დაასრულა ("მაიამის" მაჩვენებელი 38 პროცენტი იყო).

"ჰიტი" ერთი მსახიობის თეატრივით იყო - დუეინ უეიდმა გუნდური 27 ტყორცნიდან 12 გამოიყენა და ქულების თითქმის ნახევარი თავის ანგარიშზე მიითვალა. თუმცა მცველს ვერ დავადანაშაულებთ თამაშის საკუთარ თავზე ზედმეტად აღებაში, რადგან უეიდმა 63-პროცენტიანი რეალიზაცია აჩვენა, მისმა პარტნიორებმა - 29 პროცენტი. "იუტამ" პირველი მეოთხედის ბოლოს მიიღო 17-ქულიანი უპირატესობა და მატჩის ბოლომდე მხოლოდ ერთხელ მისცა მეტოქეს 10 ქულამდე მიახლოების საშუალება.

მაიამი-იუტა 87:105
16:33, 25:22, 18:22, 28:28
მ: უეიდი (42), ჩელმერსი (11).
ი: ჰეივორდი (29+7 პასი+6 მოხსნა), კანტერი (18+6 მოხსნა), ბერკსი (12), ფეივორსი (11+6 მოხსნა), ეკზამი (10).

* * *
გუშინდელ სათამაშო დღეს კიდევ ერთი ოვერტაიმი დენვერში ითამაშეს. "ჰიუსტონი" ვალდებული იყო, ძირითად დროში მოეგო გასვლითი შეხვედრა. სირენამდე 10 წამით ადრე ჰარდენმა შორეული ტყორცნით ორი ქულით გაიყვანა წინ თავისი გუნდი, საპასუხო შეტევაში კი ფარიდმა ბურთი დაკარგა. "დენვერს" ჰარდენზე ჯარიმის აღება მოუწია და თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ "ჰიუსტონის" ლიდერმა ორიდან ერთი საჯარიმო ააცილა და მეტოქეს მცირე შანსი დაუტოვა. ეს შანსი აფლალომ გამოიყენა - მის მეურვე ჰარდენს, როგორც ყოველთვის, დაცვაში "ჩაეძინა", რამაც დენვერელს გაუადვილა სამქულიანის ჩაგდება.

დამატებით დროში უკვე აფლალოს უმტყუნა ნერვებმა და პირიქით, ჰარდენმა შეინარჩუნა სიმშვიდე. დენვერელს ჰქონდა შანსი, 25 წამით ადრე გაეთანაბრებინა ანგარიში, მაგრამ ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა და ისღა დარჩენოდა, ჰარდენზე აეღო ჯარიმა. ამ უკანასკნელმა ორივე ტყორცნა ჩააგდო, ხოლო გალინარის აცილების შემდეგ შეხვედრას წერტილი ბევერლიმ დაუსვა.

დენვერი-ჰიუსტონი 111:115 (ო)
29:25, 31:30, 18:20, 21:24, 12:16
დ: ჩენდლერი (23+6 მოხსნა), აფლალო (22), გალინარი (16), ლოუსონი (12+16 პასი), არტური (12+9 მოხსნა+5 პასი), ფარიდი (11+11 მოხსნა).
ჰ: ჰარდენი (41+10 პასი), ჰოვარდი (24+16 მოხსნა+4 დაფარება), მოტეიუნასი (18+6 მოხსნა), არიზა (13+8 მოხსნა), ბევერლი (12+12 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა).

შარლოტი-ფინიქსი 106:111
31:27, 30:27, 26:29, 19:28
შ: ჯეფერსონი (28+10 მოხსნა), უოკერი (27+7 პასი), ნილი (13), რობერტსი (10).
ფ: ტომასი (23), დრაგიჩი (20+8 პასი), გრინი (16), ბლედსოუ (15), მარკიფ მორისი (13+8 მოხსნა).

ბოსტონი-ორლანდო 109:92
29:28, 27:25, 22:20, 31:19
ბ: ბასი (18), სალინჯერი (16), გრინი (16), ოლინიკი (15+6 მოხსნა), რონდო (13+15 პასი+7 მოხსნა), ზელერი (10+7 მოხსნა).
ო: ვუჩევიჩი (18+13 მოხსნა), ჰარისი (17+3 ჩაჭრა), ფრაი (13), ფურნიე (13), ო'ქუინი (11).

დეტროიტი-დალასი 106:117
30:32, 21:21, 22:30, 33:34
დეტ: დრამონდი (19+24 მოხსნა+4 ჩაჭრა+3 დაფარება), კოლდუელ-პოუპი (14), ჯენინგსი (13+7 პასი), ჟერებკო (13), ოგასტინი (10).
დალ: პარსონსი (32+7 მოხსნა), ელისი (25+8 პასი), ნოვიცკი (18+10 მოხსნა), ჩენდლერი (16+9 მოხსნა), რაიტი (10+3 დაფარება).

ტორონტო-ბრუკლინი 105:89
22:30, 31:22, 23:21, 29:16
ტ: ლაური (20+12 პასი), ვალანჩუნასი (16+10 მოხსნა), ა. ჯონსონი (13+9 მოხსნა), პატერსონი (13), ვასკესი (13), უილიამსი (10).
ბ: პლამლი (23+8 მოხსნა), ჯონსონი (17+8 მოხსნა), ტელეტოვიჩი (14), უილიამსი (11+7 პასი).

კლიპერსი-ინდიანა 102:100
30:27, 22:24, 26:21, 24:28
კ: გრიფინი (31+16 მოხსნა+5 პასი), პოლი (20+9 პასი+6 მოხსნა+5 ჩაჭრა), რედიკი (16), ჯორდანი (15+23 მოხსნა), კროუფორდი (10).
ი: უესტი (17+10 მოხსნა), მაილზი (17), ალენი (12+14 მოხსნა+3 დაფარება), სტაკი (12), უოტსონი (12), ჰილი (10+6 პასი), სკოლა (10+8 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული