"ჩიკაგო ბულზს" გულშემატკივრები უტევენ

AutoSharing Option
"ჩიკაგო ბულზის" გულშემატკივრებმა კლუბის გენერალური მენეჯერის გარი ფორმანისა და საკალათბურთო ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტის ჯონ პაქსონის გადაყენების კამპანია დაიწყეს, - იტყობინება Chicago Sun-Times. ჩიკაგოში გაჩნდა ბანერი მსგავსი მოთხოვნით. ამ ბანერის დასამზადებლად ფული მთელს მსოფლიოში შეგროვდა.

ამ ხერხით გულშემატკივრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ სატრანსფერო პოლიტიკისა და გუნდის შედეგების მიმართ. აქციის ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ კიდევ ბევრ ბანერს გამოფენენ, მათ შორის ერთ-ერთს 2017-18 წლების სეზონის სტარტზე საკლუბო არენის გვერდით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული