მანუ ჯინობილი კიდევ ერთ წელს ითამაშებს

AutoSharing Option
ვეტერანმა არგენტინელმა მანუ ჯინობილიმ "სან ანტონიო სპურსთან" ახალი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, - იტყობინება Yahoo! Sports-ის ინსაიდერი ედრიან ვოინაროვსკი.

39 წლის ვეტერანისთვის 2017-18 წლების სეზონი ტექსასურ კლუბში მე-16 იქნება. გასულ სეზონში სამხრეთამერიკელმა 69 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 7.5 ქულა, 2.3 მოხსნა და 2.7 შედეგიანი პასი დააგროვა.

გუშინ, ჯინობილიმ დაადასტურა თავისი გადაწყვეტილება: "ვბრუნდები "სპურსში" კიდევ ერთი სეზონით", - დაწერა სოციალურ ქსელში ჯინობილიმ, რომელსაც "სან ანტონიოს" რიგებში 992 მატჩი აქვს ჩატარებული, ოთხჯერ იყო NBA-ის ჩემპიონი და სამჯერ ითამაშა "ყველა ვარსკვლავის მატჩში".

(იბეჭდება მცირე
ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული