"მილუოკი" დერიკ როუზს თითქმის მოელაპარაკა

AutoSharing Option
გამთამაშებელი დერიკ როუზი NBA-ის ერთ-ერთი იშვიათი ვარსკვლავია, რომელიც, ჯერჯერობით, უგუნდოდ არის დარჩენილი. ლიგის ყოფილი MVP თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს და ახალ კლუბს ეძებს.

როუზმა, რომლის ბოლო კლუბი "ნიუ იორკ ნიქსი" იყო, უკვე მეორე შეხვედრა გამართა "მილუოკის ბაქსის" ხელმძღვანელობასთან. როგორც ESPN-ის მიმომხილველი იან ბეგლეი წერს, ეს გუნდი ყველაზე მეტად არის დაინტერესებული როუზის გადაბირებით.

მეორე შეხვედრის შემდეგ, "მილუოკის" მთავარმა მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა განაცხადა: "ის დაინტერესებულია "მილუოკით" და ჩვენც გვაინტერესებს როუზი. აქ ორმხრივ ინტერესთან გვაქვს საქმე".

ასე რომ, როუზის "მილუოკიში" გადასვლის ალბათობა მაღალია,
თუმცა, მიმომხილველები არ გამორიცხავენ, რომ "ნიუ იორკმა" განაახლოს მცველის კონტრაქტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული