NBA-ის ახალი სეზონი 17 ოქტომბერს დაიწყება

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარზე ადამ სილვერზე დაყრდნობით Chicago Tribune-ის მიმომხილველმა კეი სი ჯონსონმა დაწერა, რომ NBA-ის 2017-18 წლების სეზონი 17 ოქტომბერს დაიწყება. ეს სიახლეა, რადგან, ჩვეულებრივ, ასოციაციაში სეზონი ოქტომბრის ბოლოს იწყებოდა. შარშან, სტარტი 25 ოქტომბერს იყო.

კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ NBA-ის ხელმძღვანელობამ ცვლილება შეიტანა ტაიმ-აუტების წესებში. კერძოდ, ტაიმ-აუტების მაქსიმალური რიცხვი ერთი მატჩისთვის შემცირდა 18-დან 14-მდე - შვიდი თითო გუნდისთვის.

ასევე ლიგამ შეამცირა ტაიმ-აუტების რაოდენობა მატჩის ბოლოს: თუ ადრე ბოლო ორ წუთში შეიძლებოდა სამი ტაიმ-აუტის აღება, ახლა ორი პაუზაა
შესაძლებელი ბოლო სამ წუთში.

ცვლილება შეეხო ტაიმ-აუტების სიგრძესაც. ადრე ის იყოფოდა "სრულ" (90-წამიანი) და "20-წამიან" (გრძელდებოდა 60 წამი) პაუზებად. ახლა, ყველა ტაიმ-აუტის ხანგრძლივობა 75 წამი იქნება, - იტყობინება USA Today-ის მიმომხილველი ჯეფ ზილგიტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული