NBA. დრაფტი 2017: პირველი ფულცი, მეორე ბოლი...

AutoSharing Option
ბრუკლინის "ბარკლაი-ცენტრში" ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დრაფტი გაიმართა - ცერემონია, რომელშიც NBA-ის კლუბები გარკვეული თანმიმდევრობით ინაწილებენ საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეებს.

წელს, პირველ ნომრად არჩევის უფლება "ბოსტონ სელტიქსს" ჰქონდა, მაგრამ მან ეს არჩევანი "ფილადელფიას" გაუცვალა. ასე რომ, სწორედ ამ გუნდს ერგო 2017 წლის დრაფტის პირველი ნომერი - მცველი მარკელ ფულცი, რომელიც კოლეჯის დონეზე "ვაშინგტონში" თამაშობდა.

ფულცის პირველ ნომრად დასახელებით, გამართლდა ექსპერტთა მოლოდინი - "ფილადელფიას" სწორედ ასეთი უნივერსალური მოთამაშე სჭირდებოდა. როგორც საკალათბურთო ანალიტიკოსები წერენ, "სიქსერსს" თავისი იანის ანტენტოკუნმპო ეყოლება. გასულ სეზონში, მარკელ ფულცი სტუდენტური
ლიგის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეექვსე ადგილზე გავიდა - 23.2 ქულა დააგროვა, რასაც 5.9 შედეგიანი პასი, 5.7 მოხსნა, 1.6 ჩაჭრა და 1.2 დაფარება დაუმატა. რა თქმა უნდა, ასეთი სტატისტიკის მქონე კალათბურთელს "ფილადელფია" გვერდს ვერ აუვლიდა.

2017 წლის დრაფტის შედეგები:
I რაუნდი
1. ფილადელფია - მარკელ ფულცი, მცველი
2. ლეიკერსი - ლონზო ბოლი, გამთამაშებელი
3. ბოსტონი - ჯეისონ ტატუმი, ფორვარდი
4. ფინიქსი - ჯოშ ჯექსონი, ფორვარდი
5. საკრამენტო - დეარონ ფოქსი, მცველი
6. ორლანდო - ჯონათან აიზეკი, ფორვარდი
7. ჩიკაგო - ლაური მარკანენი, ფორვარდი
8. ნიუ იორკი - ფრანკ ნტილიკინა, მცველი
9. დალასი - დენის სმიტი, მცველი
10. პორტლენდი - ზაკ კოლინზი, ცენტრი
11. შარლოტი - მალიკ მონკი, მცველი
12. დეტროიტი - ლიუკ კენარდი, მცველი
13. იუტა - დონოვან მიტჩელი, მცველი
14. მაიამი - ბემ ადეიბაო, ფორვარდი
15. საკრამენტო - ჯასტინ ჯექსონი, ფორვარდი
16. მინესოტა - ჯასტინ პეტონი, ცენტრი
17. მილუოკი - დი ჯეი უილსონი, ფორვარდი
18. ინდიანა - ტი ჯეი ლიფი, ფორვარდი
19. ატლანტა - ჯეი კოლინზი, ფორვარდი
20. საკრამენტო - ჰარი ჯაილზი, ცენტრი
21. ოკლაჰომა - ტერენს ფერგიუსონი, ფორვარდი
22. ბრუკლინი - ჯარეტ ალენი, ცენტრი
23. ტორონტო - ო'ჯეი ანუნობი, ფორვარდი
24. დენვერი - ტაილერ ლაიდონი, ცენტრი
25. ფილადელფია - ანჯეი პასეჩნიკი, ცენტრი
26. პორტლენდი - კალებ სვენიგანი, ფორვარდი
27. ლეიკერსი - კაილ კუზმა, ფორვარდი
28. იუტა - ტონი ბრედლი, ცენტრი
29. სან ანტონიო - დერიკ უაიტი, მცველი
30. ლეიკერსი - ჯოშ ჰარტი, მცველი

II რაუნდი
31. შარლოტი - ფრენკ ჯექსონი, გამთამაშებელი
32. ფინიქსი - დეივონ რიდი, მცველი
33. ორლანდო - უესლი ივუნდუ, ფორვარდი
34. საკრამენტო - ფრენკ მეისონი, გამთამაშებელი
35. ორლანდო - აივენ რები, ფორვარდი
36. ფილადელფია - იოჰან ბოლდენი, ფორვარდი
37. ბოსტონი - სემი ოჯელეიე, ფორვარდი
38. ჩიკაგო - ჯორდან ბელი, ფორვარდი
39. ფილადელფია - ჯავან ევანსი, გამთამაშებელი
40. ნიუ ორლეანი - დუეინ ბეიკონი, მცველი
41. ატლანტა - ტაილერ დორსი, მცველი
42. იუტა- ტომას ბრაიანტი, ცენტრი
43. ჰიუსტონი - აიზია ჰარტენშტაინი, ცენტრი
44. ნიუ იორკი - დემიენ დოტსონი, მცველი
45. ჰიუსტონი - დილონ ბრუქსი, ფორვარდი
46. ფილადელფია - სტერლინგი ბრაუნი, მცველი
47. ინდიანა - აიკ ანიგბოდუ, ცენტრი
48. მილუოკი - სინდარიუს ტორნველი, მცველი
49. დენვერი - ვლატკო ჩანჩარი, ფორვარდი
50. ფილადელფია - მატიას ლესორი, ცენტრი
51. დენვერი - მონტე მორისი, გამთამაშებელი
52. ნიუ ორლეანი - ედმონდ სამნერი, გამთამაშებელი
53. ბოსტონი - კადიმ ალენი, მცველი
54. ფინიქსი - ლეკ პიტერსი, ფორვარდი
55. იუტა - ნაიჯელ უილიმს-ჰოსი, გამთამაშებელი
56. ბოსტონი - ჯაბარი ბერდი, მცველი
57. ბრუკლინი - ალექსანდარ ვეზენკოვი, ფორვარდი
58. ნიუ იორკი - ოგნენ იარამაზი, გამთამაშებელი
59. სან ანტონიო - ჯეირონ ბლოსომგეიმი, ფორვარდი
60. ატლანტა - ალფა კაბა, ცენტრი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა არის ეს ერთი თვის წინანდელი ამბავის პოსტერზე დადება? ))) არ გეკადრებათ ეს თქვენ.
Lasha
06:36 10-08-2017
0

სიახლეები პოპულარული