NBA. "კლივლენდისა" და ლებრონის რეკორდები

AutoSharing Option
+41 - ყველაზე დიდი სხვაობაა პირველი ტაიმის შემდეგ, რაც კი ოდესმე პლეი ოფის ისტორიაში დაფიქსირებულა.

თუ შარშანდელ სეზონს გავითვალისწინებთ, "კლივლენდს" პლეი ოფში 13-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს, რაც "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" აბსოლუტური რეკორდის გამეორებაა. შარშან, "კლივლენდმა" ფინალურ სერიაში 1:3-დან ზედიზედ სამი თამაშის მოგება შეძლო, რასაც წლევანდელ პლეი ოფში 10 მატჩის მოგება დაემატა.

აიზია აღარ ითამაშებს
"ბოსტონის" ლიდერი აიზია ტომასი პლეი ოფის დარჩენილ მატჩებში ვერ დაეხმარება თავის გუნდს, - იტყობინება NBA-ის ოფიციალური ვებგვერდი.

მცველმა მარჯვენა ბარძაყის ტრავმა "კლივლენდთან" სერიის მეორე მატჩში გაირთულა და
გაურკვეველი ვადით გამოეთიშა კალათბურთს. როგორც ექიმები ამბობენ, ტომასი მოედანზე მხოლოდ მომავალ სეზონში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, აიზიამ ტრავმა "ვაშინგტონთან" მეორე რაუნდის სერიის მეორე მატჩში მიიღო.

სიმბოლურები და ნომინანტები
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გამოაქვეყნა ჟურნალისტთა გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც შეადგინეს 2016-17 წლების რეგულარული ჩემპიონატის სიმბოლური ხუთეულები.

ჯეიმს ჰარდენმა NBA-ის რეკორდი დაამყარა - ყველა ჟურნალისტმა, რომელიც გამოკითხვაში მონაწილეობდა, ჰიუსტონელი პირველ სიმბოლურში შეიყვანა. ასე რომ, ჰარდენი გახდა პირველი მოთამაშე ისტორიაში, ვინც ქულების მაქსიმუმი მოაგროვა.

"კლივლენდის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი ასევე მოხვდა პირველ სიმბოლურ ნაკრებში. ეს მისი მე-11 მსგავსი აღიარებაა კარიერაში. "კლივლენდის" ვარსკვლავმა გაიმეორა ლიგის რეკორდი, რომელიც კარლ მელოუნსა და კობი ბრაიანტს ეკუთვნით.

აქვე იმ მოთამაშეების სიას გთავაზობთ, რომლებმაც ქულები მიიღეს, მაგრამ ვერც ერთ ხუთეულში ვერ მოხვდნენ:

კარლ-ენტონი თაუნსი (მინესოტა) - 50; კრის პოლი (კლიპერსი) - 49; მარკ გასოლი (მემფისი) - 48; დემარკუს კაზინსი (ნიუ ორლეანი) - 42; პოლ ჯორჯი (ინდიანა) - 40; გორდონ ჰეივორდი (იუტა) - 27; ჰასან უაიტსაიდი (მაიამი) - 18; კაირი ირვინგი (კლივლენდი) - 14; კლეი ტომპსონი (გოლდენ სტეიტი) - 14; ნიკოლა იოკიჩი (დენვერი) - 12; დემიან ლილარდი (პორტლენდი) - 12; პოლ მილსეპი (ატლანტა) - 3; ლამარკუს ოლდრიჯი (სან ანტონიო) - 1; ბლეიკ გრიფინი (კლიპერსი) - 1; ელ ჰორფორდი (ბოსტონი) - 1.

* * *
სიმბოლური ნაკრებების შედგენასთან ერთად, ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ წარმოადგინა სეზონის მთავარი ინდივიდუალური ჯილდოების კანდიდატთა სიები:

MVP: რასელ უესტბრუკი, ჯეიმს ჰარდენი, კავაი ლენარდი;
საუკეთესო დამცველი: კავაი ლენარდი, დრეიმონდ გრინი, რუდი გობერი;
წლის მწვრთნელი: ერიკ სპოელსტრა, გრეგ პოპოვიჩი, მაიკ დ’ანტონი;
წლის ახალბედა: ჯოელ ემბიდი, დარიო შარიჩი, მალკოლმ ბროგდონი;
ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშე: ნიკოლა იოკიჩი, იანის ანტენტოკუნმპო, რუდი გობერი;
საუკეთესო მეექვსე მოთამაშე: ერიკ გორდონი, ლუ უილიამსი, ანდრე იგუოდალა

წარმოდგენილ ნომინაციებში გამარჯვებულებს 26 ივნისს, სპეციალურ საზეიმო ცერემონიაზე დაასახელებენ. წამყვანი იქნება კანადელი რეპერი დრეიკი.

გარდა ამისა, ცერემონიაზე გამოცხადდება დაცვისა და ახალბედათა სიმბოლური ხუთეულები, წლის საუკეთესო მენეჯერი, წლის ქველმოქმედი, საუკეთესო პარტნიორი...

I ნაკრები
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი) - 500 ქულა
რასელ უესტბრუკი (ოკლაჰომა) - 498
კავაი ლენარდი (სან ანტონიო) - 490
ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი) - 498
ენტონი დევისი (ნ. ორლეანი) - 343

II ნაკრები
სტივენ კარი (გ. სტეიტი) - 290
აიზია ტომასი (ბოსტონი) - 236
კევინ დურანტი (გ. სტეიტი) - 239
იანის ანტენტოკუნმპო (მილუოკი) - 258
რუდი გობერი (იუტა) - 339

III ნაკრები
ჯონ უოლი (ვაშინგტონი) - 125
დემარ დეროზანი (ტორონტო) - 62
ჯიმი ბატლერი (ჩიკაგო) - 102
დრეიმონდ გრინი (გ. სტეიტი) - 134
დეანდრე ჯორდანი (კლიპერსი) - 54

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მესამე თამაშის შესახებ ხვალ თუ არა,იმედია, ზეგ მაინც დადებთ სტატიას.
ზურა
12:06 22-05-2017
0

სიახლეები პოპულარული