NBA. პლეი ოფი სტივ კერის გარეშე

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" მთავარი მწვრთნელი სტივ კერი ვერ უხელმძღვანელებს თავის გუნდს "პორტლენდთან" პირველი რაუნდის სერიის მეოთხე მატჩში.

უფრო მეტიც, არ არის გამორიცხული, კერი საერთოდ გამოეთიშოს მიმდინარე პლეი ოფს ზურგის არეში ტკივილების გამო, - იტყობინება ESPN.

კერმა განაცხადა, რომ სათადარიგოთა სკამზე დაბრუნდება მხოლოდ მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ სტივმა 2015 წლის ივლისში წარუმატებელი ოპერაცია გადაიტანა მხარზე, რის შემდეგაც, გამოტოვა 2015-16 წლების რეგულარული სეზონის ნახევარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები: