NBA. პლეი ოფი: "კლივლენდმა" მეოთხედფინალის საგზური პირველმა მოიპოვა

AutoSharing Option
23-24 აპრილს NBA-ს პლეი ოფის მორიგი მატჩები გაიმართა.

"კლივლენდი" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც მიმდინარე სეზონში მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

"კავალიერსი" მერვედფინალური სერიის მეოთხე შეხვედრაში "ინდიანას" ესტუმრა და ანგარიშით 106:102 დაამარცხა.

გუნდს ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა, რომელმაც 33 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი, 4 ჩაჭრა და 2 ბლოკი მიითვალა. კაირი ირვინგმა კი 28 ქულა მოაგროვა.

"კლივლენდი" მეოთხედფინალში "ტორონტოსა" და "მილუკის" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

"ჰიუსტონ როკეტსი" "ოკლაჰომას" ესტუმრა და 113:109 დაამარცხა. ამ გამარჯვებით "როკეტსი" სერიაში 3:1 დაწინაურდა. მორიგი სამმაგი დუბლი მიითვალა რასელ უესტბრუკმა, რომელმაც
35 ქულა, 14 პასი და 14 მოხსნა მოაგროვა. "ჰიუსტონს" ნენე ჰილარიომ 28 ქულით ულიდერა.

"იუტამ" "კლიპერსს" უმასპინძლა და ანგარიშით 105:98 დაამარცხა. გუნდებს შორის ანგარიში სერიაში 2:2-ია.

"ბოსტონმა" ზედიზედ მეორედ მოუგო სტუმრად "ჩიკაგოს" და სერიაში ანგარიშიგაათანბრა - 2:2. აიზია ტომასის ლიდერობით ბოსტონელებმა მეტოქე ანგარიშით 104:95 დაამარცხეს. 33-33 ქულა მიითვალეს ტომასმა და ჯიმი ბატლერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული