NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ჰარდენმა რობერტსონს რეკორდი წაართვა

AutoSharing Option
"კლივლენდის" ხელმძღვანელობამ დასვენების საშუალება მისცა გუნდის ლიდერებს, რითაც ისარგებლა "კლიპერსმა" და 30 ქულის სხვაობით მოიგო.

სტუმრებმა მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუწიეს წინააღმდეგობა კალიფორნიელებს. ამის შემდეგ, "კლიპერსმა" ინიციატივა მოიპოვა და საფინალო სირენამდე აკონტროლებდა თამაშს. ამით, დოკ რივერსის გუნდმა შეწყვიტა სამმატჩიანი წაგებათა სერია.

* * *
"ჰიუსტონის" ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა ზედიზედ მეოთხე მატჩში შეასრულა სამმაგი დუბლი - 40 ქულა, 10 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი. ეს მისი მე-19 სამმაგი დუბლია სეზონში, აქედან შვიდი ტრიპლ-დაბლი იყო ისეთი, როცა მატჩში მინიმუმ 40 ქულას აგროვებდა. ეს
არის NBA-ის ახალი რეკორდი 40-ქულიანი სამმაგი დუბლების რაოდენობით. წინა რეკორდი ოსკარ რობერტსონს 60-იან წლებში ჰქონდა დამყარებული.

"როკეტსმა" დაამარცხა "დენვერი" იმის მიუხედავად, რომ სეზონში პირადი ანტირეკორდი დაამყარა შესრულებული (24) და რეალიზებული სამქულიანების (5) რაოდენობით.

* * *
კავაი ლენარდისა და ლამარკუს ოლდრიჯის ჯამური 43 ქულის მიუხედავად, "სან ანტონიომ" მაინც წააგო "მემფისთან", რომელმაც მოგებათა სერია ოთხ მატჩამდე გაზარდა. "გრიზლისმა" მეოთხე მეოთხედის სტარტზე შესრულებული გაქცევის წყალობით შეძლო მოგება.

* * *
"იუტამ" მოიგო პირველი მეოთხედი შვიდი ქულის სხვაობით და მატჩის დიდი ნაწილი ლიდერობდა, მაგრამ მაინც დამარცხდა "ჩიკაგოსთან", რომელმაც შეწყვიტა ორმატჩიანი წაგებათა სერია.

დიდი წვლილი შეიტანეს მოგებაში "ჩიკაგოს" რეზერვისტებმა - ბობი პორტისმა 30 წუთში 22 ქულა ჩააგდო, დებიუტანტმა დენზელ ვალენტაინმა კი კარიერაში პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა - 11 ქულა და 12 მოხსნა.

"იუტამ" ზედიზედ მეორე თამაში წააგო.

* * *
"პორტლენდმა" შეწყვიტა ატლანტაში ხუთმატჩიანი წაგებათა სერია და აგრძელებს "დენვერთან" ბრძოლას პლეი ოფის მერვე საგზურისთვის.

"ბლეიზერსმა" პირველ მეოთხედში პირველი 15 ტყორცნიდან 13 ჩააგდო, 76.2 პროცენტის სიზუსტით ისროლა და საწყისი 12-წუთეული 40:18 მოიგო. ამის შემდეგ, სტუმრებმა იოლად მიიყვანეს საქმე მოგებამდე. პორტლენდელები, რომლებმაც მარტში ცხრიდან შვიდი თამაში მოიგეს, ორი მოგებით ჩამორჩებიან მერვე ადგილზე მყოფ "დენვერს".

* * *
"ოკლაჰომამ" თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა "საკრამენტოს" წინააღმდეგ და ბოლომდე შეინარჩუნა ინიციატივა, რამაც "საკრამენტოს" წინააღმდეგ დიდი ანგარიშით მოგება მოუტანა. რასელ უესტბრუკს (28 ქულა, 10 პასი, 8 მოხსნა) ორი მოხსნა დააკლდა სეზონში 36-ე სამმაგ დუბლამდე.

"საკრამენტოს" რიგებში კარიერაში პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა გეორგიოს პაპაიანისმა - 14 ქულა და 11 მოხსნა, არადა, მანამდე, ჩატარებულ ცხრა მატჩში ბერძენის საშუალო სტატისტიკა იყო - 1.1 ქულა და 1.4 მოხსნა.
* * *
"შარლოტმა" შეწყვიტა სამმატჩიანი წაგებათა სერია. "ვაშინგტონის" წინააღმდეგ მასპინძლებმა მესამე მეოთხედის ბოლოს მოახერხეს გაქცევა, მეოთხეს დასაწყისში კი განამტკიცეს უპირატესობა. კოდი ზელერმა ათიდან რვა ტყორცნა ჩააგდო და 19 ქულა დააგროვა.

"ვაშინგტონის" რიგებში 19 ქულითა და რვა შედეგიანი პასით საუკეთესო იყო ჯონ უოლი, მაგრამ მან 16-დან მხოლოდ ხუთი ტყორცნა მოათავსა კალათში.

ოკლაჰომა-საკრამენტო 110:94
29:19, 34:22, 22:24, 25:29
ო: უესტბრუკი (28+8 მოხსნა+10 პასი), მაკდერმოტი (21), ადამსი (16+13 მოხსნა), კანტერი (14).
ს: პაპაიანისი (14+11 მოხსნა), ლაბისიერი (13), ჰილდი (11), კოლისონი (10), ტოლივერი (10).

ატლანტა-პორტლენდი 97:113
18:40, 28:23, 27:22, 24:28
ა: ილიასოვა (23), ჰარდუეი (22), ჰოვარდი (14+10 მოხსნა+5 ჩაჭრა), ბეიზმორი (12).
პ: ლილარდი (27), მაკალუმი (22), კრები (16), ჰარკლესი (12), ნურკიჩი (12+9 მოხსნა+6 პასი+5 დაფარება), ვონლე (10+11 მოხსნა).

შარლოტი-ვაშინგტონი 98:93
19:20, 20:20, 25:21, 34:32
შ: ზელერი (19), უოკერი (16+6 პასი), მარვ. უილიამსი (16+8 მოხსნა), კამინსკი (14), ბელინელი (11), ბატუმი (8+10 მოხსნა).
ვ: უოლი (19+8 პასი), ბილი (18), პორტერი (16), ბოგდანოვიჩი (12), გორტატი (6+16 მოხსნა).

კლიპერსი-კლივლენდი 108:78
14:16, 33:15, 29:27, 32:20
კლიპ: გრიფინი (23+8 მოხსნა), რედიკი (16), ჯორდანი (13+17 მოხსნა), კროუფორდი (13), რივერსი (11).
კლივ: ჯეფერსონი (12), დერიკ უილიამსი (11), ტომპსონი (11), სმიტი (10), შამპერტი (10), ფრაი (10), ფელდერი (10).

ჩიკაგო-იუტა 95:86
16:23, 24:21, 21:20, 34:22
ჩ: ბატლერი (23+7 პასი), პორტისი (22), ლოპესი (14), ვალენტაინი (11+12 მოხსნა).
ი: ჯორჯ ჰილი (18+7 მოხსნა), ჰეივორდი (14), გობერი (13+13 მოხსნა+5 დაფარება), ინგლსი (10), ბერკსი (10).

მემფისი-სან ანტონიო 104:96
29:18, 15:25, 31:30, 29:23
მ: კონლი (19+7 მოხსნა+6 პასი), რენდოლფი (18+7 მოხსნა), მ. გასოლი (16+7 პასი), გრინი (13), დენიელსი (11), კარტერი (10).
ს-ა: ლენარდი (22+7 მოხსნა), ოლდრიჯი (21+9 მოხსნა), სიმონსი (14).

დენვერი-ჰიუსტონი 105:109
26:26, 30:25, 18:29, 31:29
დ: ჰარისი (17), იოკიჩი (16), ნელსონი (15+7 მოხსნა+11 პასი), ერნანგომესი (15), მიურეი (12), ფარიდი (11+8 მოხსნა), ბარტონი (10).
ჰ: ჰარდენი (40+10 მოხსნა+10 პასი), კაპელა (16+8 მოხსნა), ნენე (14+7 მოხსნა), უილიამსი (12), გორდონი (10), ანდერსონი (10).

გ. სტეიტი-მილუოკი 117:92
27:29, 36:15, 31:26, 23:22
გ-ს: კარი (28), ტომპსონი (21), იგუოდალა (15), გრინი (8+8 მოხსნა+10 პასი).
მ: ბროგდონი (18), სნელი (12), მონრო (12+7 მოხსნა), მიდლტონი (11), ტელეტოვიჩი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული