NBA-ს ხუთგზის ჩემპიონს სამწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს

AutoSharing Option
NBA-ს ხუთგზის ჩემპიონს, დენის როდმანს სამწლიანი პირობითი პატიმრობა და 30 საათი საზოგადოებრივი სამუშაოები მიუსაჯეს ავტოსაგზაო შემთხვევის პროვოცირებისთვის.

"ჩიკაგოსა" და "დეტროიტის" ყოფილ მოთამაშეს ასევე წარუდგინეს ბრალი მართვის წესების დარღვევაში, ღერძულა ხაზის გადაკვეთაში, შემხვედრ ზოლში მოძრაობაში, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე მართვასა და პოლიციისთვის ცრუ ჩვენების მიცემაში. ყოფილმა კალათბურთელმა მთლიანად აღიარა დანაშაული.

ინციდენტი 2016 წელს, 20 ივლისს მოხდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული