NBA. რეგულარული ჩემპიონატი: აიზია ტომასის "აფეთქება"

AutoSharing Option
- გუშინდელი დღის ცენტრალურ მატჩში "სან ანტონიომ" სტუმრად დაამარცხა "კლივლენდი", რაშიც ყველაზე დიდი წვლილი კავაი ლენარდმა შეიტანა. მან კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა 41 ქულით და რაც მთავარია, საფინალო სირენამდე შვიდი წამით ადრე, მისმა ჩატენვამ გადაწყვიტა მატჩის ბედი.

- "პორტლენდმა" შეწყვიტა ოთხმატჩიანი მოგებათა სერია, რასაც, პირველ რიგში, თავის ლიდერს დამიენ ლილარდს უნდა უმადლოდეს. მცველმა პირველ ტაიმში მხოლოდ სამი ქულა აიღო, სამაგიეროდ, შესვენების შემდეგ 25 ქულა დააგროვა, მათ შორის, შვიდი - ოვერტაიმში.

ცალკე აღნიშნვის ღირსია "ბოსტონის" ლიდერი აიზია ტომასი, რომელიც ერთი მნიშვნელოვანი
მიღწევის ავტორი გახდა. მან თავის აქტივში 41 ქულა ჩაიწერა, რითაც ბოლო ხუთ მატჩში საშუალო შედეგიანობა 36.2 ქულამდე აიყვანა. ამის წყალობით, აიზია "ბოსტონის" ლეგენდების - ჯონ ჰავლიჩეკის, ლარი ბერდისა და პოლ პირსის გვერდით დადგა. "სელტიქსის" რიგებში მხოლოდ ეს მოთამაშეები ინარჩუნებდნენ ზედიზედ ხუთ მატჩში შედეგიანობის საშუალო დონეს მინიმუმ 35 ქულამდე.

აღვნიშნავთ, რომ ამ სეზონში ტომასის საშუალო სტატისტიკაა - 28.7 ქულა, 6.0 შედეგიანი პასი და 2.8 მოხსნა.

- გუშინდელი დღის ბაზერ-ბიტერი მარკუს მორისმა ჩააგდო და "დეტროიტს" მინიმალური ანგარიშით მოგება მოუტანა "ვაშინგტონის" წინააღმდეგ. არადა, "პისტონზი" მეოთხე მეოთხედში 16 ქულით იგებდა და წესით, იოლად უნდა მიეყვანა საქმე გამარჯვებამდე. მორისი მატჩის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 25 ქულით, რასაც 11 მოხსნაც დაუმატა.

- დიონ უეიტერსმა კარიერის რეკორდი დაამყარა 33 ქულით და "მაიამის" ზედიზედ მესამე მატჩის მოგებაში დაეხმარა.

- "ჰიუსტონმა" დიდი ანგარიშით დაამარცხა "მემფისი" და ყველაზე შედეგიანი "როკეტსში" სემ დეკერი იყო 30 ქულით, რაც მისი კარიერის რეკორდია.

- ჯორჯ ჰილმა თავის ყოფილ გუნდთან "ინდიანასთან" 30 ქულა დააგროვა და სეზონში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა, "იუტამ" კი ზედიზედ მექვსე მატჩი მოიგო, რაც გუნდის ყველაზე გრძელი სერიაა მიმდინარე რეგულარულში.

- დუეინ უეიდის 30 და ჯიმი ბატლერის 23 ქულით, "ჩიკაგომ" შეწყვიტა სამმატჩიანი წაგებათა სერია.

ბოსტონი-პორტლენდი 123:127 (ო)
28:26, 37:30, 21:32, 27:25, 10:14
ბ: ტომასი (41), სმარტი (17), ჰორფორდი (17), კრაუდერი (16), როზირი (15), ოლინიკი (10).
პ: მაკალუმი (35), ლილარდი (28+7 პასი), ლენარდი (17), ტერნერი (12), ამინუ (11), პლამლი (10+11 მოხსნა+8 პასი).

დეტროიტი-ვაშინგტონი 113:112
30:26, 31:29, 37:27, 15:30
დ: მორისი (25+11 მოხსნა), ჯექსონი (19+8 პასი), ჰარისი (18), ლოუერი (10), დრამონდი (3+10 მოხსნა).
ვ: უოლი (19+10 პასი), მორისი (19), ბილი (17), სმიტი (16), გორტატი (12), პორტერი (11), უბრე (11).

შარლოტი-ბრუკლინი 112:105
28:14, 32:32, 21:35, 31:24
შ: სეშენსი (17), კიდ-გილკრისტი (17+14 მოხსნა), უოკერი (16), ბატუმი (16), ბელინელი (14), ზელერი (12), კამინსკი (10).
ბ: ლოპესი (24), ბოგდანოვიჩი (16), ეისი (14), კილპატრიკი (13), ფოიე (11).

ატლანტა-ფილადელფია 110:93
25:25, 37:29, 28:23, 20:16
ა: მილსეპი (22+10 მოხსნა), ბეიზმორი (16), შრიოდერი (15+9 პასი), ჰოვარდი (13+15 მოხსნა), დილეინი (13), ჰარდუეი (12).
ფ: ილიასოვა (21), კოვინგტონი (15+10 მოხსნა), ოკაფორი (12), ჰენდერსონი (10), ლუვავუ-კაბარო (10), მაკონელი (8+11 პასი).

ნიუ იორკი-ფინიქსი 105:107
33:30, 22:31, 35:29, 15:17
ნ-ი: ენტონი (31), როუზი (26), პორზინგისი (14), ლი (13), ნოა (0+15 მოხსნა).
ფ: ბუკერი (26), ბლედსოუ (23+7 პასი), კრისი (15), ტაკერი (15), ნაითი (11), ჩენდლერი (9+16 მოხსნა).

მაიამი-მილუოკი 109:97
25:22, 28:21, 29:28, 27:26
მაი: უეიტერსი (33), დრაგიჩი (25), უაიტსაიდი (16+15 მოხსნა), ელინგტონი (15).
მ: ანტენტოკუნმპო (24+10 მოხსნა), პარკერი (16), დელავედოვა (15+7 პასი), ჰენსონი (11).

მემფისი-ჰიუსტონი 95:119
22:32, 27:26, 23:33, 23:28
მ: მ. გასოლი (32), კონლი (15), პარსონსი (12), რენდოლფი (11).
ჰ: დეკერი (30), ჰარდენი (29+10 პასი), გორდონი (21), ნენე (12), არიზა (3+10 მოხსნა).

კლივლენდი-სან ანტონიო 115:118 (ო)
33:22, 25:35, 31:27, 18:23, 8:11
კ: ირვინგი (29+9 პასი), ჯეიმსი (29+7 პასი), ტომპსონი (14+12 მოხსნა), ლავი (13+11 მოხსნა), შამპერტი (11).
ს-ა: ლენარდი (41), ოლდრიჯი (16+12 მოხსნა), მიურეი (14), ლი (14+11 მოხსნა), მილსი (13).

დენვერი-კლიპერსი 123:98
27:18, 32:27, 36:26, 28:27
დ: იოკიჩი (19+10 მოხსნა), ბარტონი (18), გალინარი (18), ჩენდლერი (18), ფარიდი (13), ნურკიჩი (12).
კ: სპეიტსი (18), რივერსი (16), რედიკი (14), ჯორდანი (14+13 მოხსნა), ფელტონი (14).

იუტა-ინდიანა 109:100
34:21, 26:29, 25:22, 24:28
იუტ: ჯორჯ ჰილი (30), ჰეივორდი (27), გობერი (19+11 მოხსნა), ბერკსი (13).
ინდ: ტიგი (19+7 პასი), ჯორჯი (19), იანგი (19), ელისი (15), ტერნერი (13).

ჩიკაგო-საკრამენტო 102:99
24:21, 31:31, 20:21, 27:26
ჩ: უეიდი (30+4 დაფარება), ბატლერი (23+7 პასი), ციპზერი (13), მიროტიჩი (11), ფელისიო (4+10 მოხსნა).
ს: კაზინსი (42+14 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული